ტრენდული

„სუს-ში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ყველას ეშინია, ის არ ჰქონდეს გოგაშვილს და არ გამოაქვეყნოს“
ახალი ამბები

„სუს-ში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ყველას ეშინია, ის არ ჰქონდეს გოგაშვილს და არ გამოაქვეყნოს“

ავტორი - ალია
22:31 08-07-2022
0

ლევან ჯავახიშვილი სოსო გოგაშვილის დაჭერის მერე, ხელისუფლება დაფიქრებულია. გოგაშვილი იმიტომ დაიჭირეს, რომ უცხოეთში აპირებდა წასვლას და იქიდან ხელისუფლების წარმომდგენლებზე კომპრომატების...

(ვიდეო) – “რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ” – კობახიძე

,,კობახიძე რუსეთს საფუძველს უმზადებს, რომ სამხედრო ძალით შემოიჭრას და მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს” – გიორგი გუგავა

11:12 08-07-2022
“არა აქვს მნიშვნელობა სიმართლის თქმის გამო, ბევრი რომ აგინებს, ბევრმა რომ გაყიდა… დაბადების დღეს გილოცავ, კნიაზ…” – გუჯა ბიძია

“ტვინგაქოცებულები რომ წერენ, მიშამ ჩააბარა ტერიტორიებიო… ხვდებით ახლა, ვინაა სამშობლოს მოღალატე?” – რას წერდა ცოტნე გამსახურდია

17:33 08-05-2022
,,მიშას ადვოკატი რადგან ვარ, ამას იმიტომ ამბობენ” – რას უყვება ,,ალიას” ვალერი გელბახიანი

,,მიშას ადვოკატი რადგან ვარ, ამას იმიტომ ამბობენ” – რას უყვება ,,ალიას” ვალერი გელბახიანი

02:10 08-04-2022
“წაიყვანა ტრიალ მინდორზე, ჩაკეტა მანქანა… ახლაც ტაქსაობს… შსს, თქვე მედუქნეებო” – რა შეემთხვა გოგონას “იანდექსის” ტაქსში და როგორია შსს-ს რეაგირება?

“წაიყვანა ტრიალ მინდორზე, ჩაკეტა მანქანა… ახლაც ტაქსაობს… შსს, თქვე მედუქნეებო” – რა შეემთხვა გოგონას “იანდექსის” ტაქსში და როგორია შსს-ს რეაგირება?

22:39 08-02-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, ორშაბათი, 8 აგვისტო, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

ალია ავტორი - ალია
11:21 01-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2

ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთ დამფუძნებლის,  გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. ამის შესახებ  დაკავებულის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ “2020NEWS”-ს განუცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ, როდის მოივლის ეს საქმე საქართველოში სასამართლოს სამვე ინსტანციას. ევროპულ სასამართლოს უკვე უახლოეს მომავალში მივმართავთ. დაახლოებით  თვე ან თვენახევარი  დაგვჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მოსამზადებლად.

სტრასბურგს ამჯერად 3 მუხლის დარღვევის გამო მივმართავთ: ეს არის კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევა რაც გიორგი რურუას მიმართ წინასწარი პატიმრობის არასწორად გამოყენებას გულისხმობს. ასევე, კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა, რაც ჩხრეკა-ამოღებებს ეხება და რაც გიორგი რურუას შემთხვევაში რეალურად არ ჩატარებულა, რის საფუძველზე მას თითქოს  ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს;  ასევე, კონვენციის მეთვრამეტე მუხლია დარღვეული.

ეს მუხლი ითხოვს, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ანუ საპროცესო მოქმედებები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისათვის და არა რაიმე სხვა მიზნებისათვის, მათ შორის პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მეთვრამეტე მუხლის დარღვევა, ვინაიდან გიორგი მისი აქტიური პოლიტიკური პოზიციის გამო იდევნება.

მისი დანაშაული მხოლოდ ის გახლავთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სოლიდური მეწილეა. ასევე, ის გახლავთ ანტისაოკუპაციო მოძრაობის  და ასევე „სირცხვილიას“ მხარდამჭერი, მათ შორის  ფინანსური მხარდამჭერი. ჩვენ ყველა ეს დოკუმენტი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე საქმეში იქნება.

რურუას აქტივობა გახდა ხელისუფლების გაღიზიანების მიზეზი და გადაწყვიტეს, რომ იგი სამაგლითოდ დაესაჯათ“, – აცხადებს შავგულიძე.

უფლებადამცველი აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ გიორგი რურუას საქმე ევროპის სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოექცევა.

„ჩვენ ევროპულ სასამართლოს ახლა მივმართავთ და უკვე ევროპის სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოექცევა რურუას საქმე. მოსამართლეებს და პროკურორებს გაუჭირდებათ უსამართლოდ მოქცევა, ვინაიდან დაინახავენ, რომ ამ საქმის წარმოება სტრასბურგში უკვე დაწყებული აქვთ.  თუ საჭირო გახდება, საქართველოში საქმის  სამივე ინსტანციაში ამოწურვის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივმართავ ევროპულ სასამართლოს. ამჯერად კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევის გამო, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გულისხმობს. შემიძლია დავპირდე საზოგადოებას, რომ ეს საქმე გიორგი რურუას სრული გამართლებით დასრულდება“ , –  აცხადებს შავგულიძე.

შავგულიძე ასევე აცხადებს, რომ რურუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 იანვარს გაიმართება. სხდომამდე 5 დღით ადრე კი, დაცვის მხარეს უნდა გადაეცეს საექსპერტო დასკვნა დნმ-თან დაკავშირებით.

„გიორგი რურუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს გაიმართება და  ამის შემდეგ დაიწყება საქმის არსებითი  განხილვა . საექსპერტო დასკვნა დნმ-ის ნიმუშთან დაკავშირებული, უნდა გადმოგვეცეს არაუგვიანეს 24 იანვრისა, წინასასამათლო სხდომამდე არაუგვიანეს 5დღისა, რადგან  ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ  ერთმანეთს წარვუდგინოთ ყველა ის მტკიცებულება, რასაც  მხარეები სასამართლოში წარმოვადგენთ“, – აცხადებს შავგულიძე.

შავგულიძე ყურადღებას ამახვილებს იმ დარღვევებზე რაც საგამოძიებო პროცესის წარმოების დროს მოხდა.

„მოგეხსენებათ, როგორც თავად გიორგი რურუა და დაკავების დროს მასთან ერთად მყოფი დაცვის თანამშრომელი და მძღოლი აცხადებენ, რომ პოლიციამ მათი ავტომობილი ბაგებში გააჩერა. გიორგი რურუა სამართალდამცავებმასაკუთარ ავტომობილში გადაისვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ისე, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა და არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის არ აღმოუჩენიათ. რურუა დაკავების მომენტიდან, პოლიციაში მიყვანისთანავე ითხოვდა ადვოკატთან ზარის განხორციელებას, რისი უფლებაც მას არ მისცეს.  განყოფილებაში ადვოკატის გარეშე შეიყვანეს და იქ  ძალადობით, რამდენიმე პოლიციელმა გააკავა და ასე აიღეს მისგან დნმ-ის კვალი. რა თქმა უნდა, პოლიციას მისი  დნმ სჭირდებოდა იმისათვის, რომ მისი დნმ შემდეგ რომელიმე ცეცხლსასროლ იარაღზე დაეტანათ, რადგან ეს ბრალდება ჰქონდათ ჩაფიქრებული.

მისგან დნმ-ის კვალი უკანონოდ, ძალადობრივად, ყოველგვარი დაოქმების გარეშე აიღეს მისი დაკავების, შენობაში შეყვანიისთანავე და, რა თქმა უნდა, ეს კვალი უკვე იმ იარაღზე დატანილია, რომელიც გაფორმდა, რომ თითქოს მას ჰქონდა. ამის შემდეგ უკვე საჭირო იყო , რომ გიორგისგან ოფიციალურადაც აეღოთ დნმ-ის ნიმუში, უნდა მომხდარიყო  შედარება  ნიმუშთან რაც იარაღზე აღმოჩნდებოდა. იმ მომენტიდან, როგორც  კი დაიწყო გამოძიება,  თითქმის ყველა საგამოძიებო საპროცედურო დოკუმენტზე გიორგი რურუა და მისი დაცვის წევრები აფიქსირებდნენ მოთხოვნას, რომ დაკავების მომენტში რურუასგან უკანონოდ მოხდა დნმ-ის აღება და პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

ამავდროულად ითხოვდნენ, რომ პოლიციის სამმართველოს მეშვიდე სართულზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება მოხდეს დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რომლის დროსაც კამერებმა ძალადობა დააფიქსირეს.  დღემდე აღნიშნულ მოთხოვნებზე არც გამოძიება დაწყებულა და არც ვიდეომასალის ამოღება მომხდარა. როდესაც გამოძიებას ოფიციალურად დასჭირდა რურუას დნმ და ოფიციალური განჩინებით მივიდნენ, გიორგიმ განუცხადა, რომ ის თანახმა იქნებოდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყებოდა გამოძიება მისგან დნმ-ის კვალის უკანონოდ აღებაზე.

ეს  კი პოლიციამ და გამოძიებამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელისშეშლად ჩათვალა და მას დამატებითი წარუდგინეს ბრალდება, რომელიც სამართლებრივ საფუძველს აბსოლუტურად  მოკლებულია. ამის შემდეგ უკვე ახალი განჩინება აიღეს რურუასგან დნმ-ის აღებასთან დაკავშირებით. დნმ-ის ნიმუშის ასაღებად რურუასთან დაახლოებით, 15 პოლიციელი და კრიმინალისტები  შევიდნენ. ციხის უფროსმა გულწრფელად გვითხრა, რომ თუ არ იქნებოდა ნებაყოფლობითი  ნიმუშის მიცემა,  ძალის გამოყენებაში ციხის კონტიგენტიც ჩაერთვებოდა.

ეს ყოველივე უკვე იუმორში გადადის. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებდა ჭიდაობას და რეალურად მათთვის წინააღმდეგობის გაწევას განჩინებისთვის. იმ განჩინებას  ჩვენ გავასაჩივრებთ , რადგან არაკონსტიტუციურია.

გამოძიების დროს ორი ექსპერტიზა ჩატარდა, დაქტილოსკოპიური და ქიმიური  ექსპერტიზა. არცერთმა მათგანმა არ დაადასტურა იარაღზე გიორგი რურუას კვალი.

ქიმიური ექსპერტიზის შემთხვევაში რურუასგან ამოღებულ ტანსაცმელზეც არ აღმოჩნდა იარაღის მეტალიზაციის კვალი და თუ მას მართლაც საქამრეში ექნებოდა იარაღი მაშინ, იარაღი ტანსაცმელზე მეტალიზაციის კვალს აუცილებლად დატოვებდა. ამ ორი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გამოძიებას  ერთადერთი გამოსავალი დარჩა, რომ საქმე სასამართლომდე არ ჩამოეშალოს და  განხილვამდე მაინც მიიტანონ.

რა თქმა უნდა, დნმ-ის ექსპერტიზა დარჩათ,  ოფიციალური ნიმუში მათ გიორგი რურუასგან მიიღეს, არაოფიციალურად და ძალადობრივად მოპოვებული დნმ-ის ნიმუში კი როგორც აღვნიშნე, უკვე აქვთ. ახლა ველოდებით ამ ექსპერტიზის შედეგებს, რომელიც ალბათ იტყვის, რომ გიორგი რურუას დნმ-ის კვალს შეესაბამება ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი კვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გარემოებებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ძალადობრივი გზებით მოპოვებული დნმ-ის ნიმუშით, საექსპერტო გაგზავნილი დაუშვებელ მტკიცებულად იქნეს  ცნობილი“, – განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, „მთავარი“ არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„შპიონები, ჯაშუშები და ბოზები თავიანთ წრეში მოიკითხონ“ – რას უყვება გურამ აბსანძე „ალიას“?
ახალი ამბები

„შპიონები, ჯაშუშები და ბოზები თავიანთ წრეში მოიკითხონ“ – რას უყვება გურამ აბსანძე „ალიას“?

22:21 08-07-2022
როგორ დაშალა კობახიძემ ოპოზიცია და ვინ აღმოაჩინა ბირთვული გახლეჩა?
ახალი ამბები

,,კობახიძე ამით რუსეთს ეუბნება, მე თუ პრობლემები შემექმნა, მოდი ტანკებით!” – გია ხუხაშვილი

03:00 08-07-2022
რას მოუტანს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება საქართველოს და რას უნდა ელოდოს ხელისუფლება ამერიკის ახალი მმართველისგან?
ახალი ამბები

დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? – რა მნიშვნელოვან ფაქტებს იხსნებს სოსო ცინცაძე

03:34 08-03-2022
,,ბიძინა და მისი როიალი”
ახალი ამბები

„ივანიშვილის მითითებით, მმართველი გუნდი იმ მესიჯ-ბოქსით მოქმედებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ახმოვანებს“ – „ივანიშვილმა ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, დაადასტურა“

11:03 07-31-2022

ბიზნესი

ბიუ ბიუ 9 წლის გახდა!
ბიზნესი

ბიუ ბიუ 9 წლის გახდა!

20:04 08-05-2022
„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ – დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში
ბიზნესი

„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ – დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

16:35 08-03-2022
„იმპექსში“ პრემიუმ კოსმეტიკურ ბრენდებსა და ბავშვთა აქსესუარებზე 1+1 აქცია 29-30 ივლისს იმოქმედებს
ბიზნესი

„იმპექსში“ პრემიუმ კოსმეტიკურ ბრენდებსა და ბავშვთა აქსესუარებზე 1+1 აქცია 29-30 ივლისს იმოქმედებს

09:00 07-29-2022
იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე – „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია
ბიზნესი

იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე – „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

19:30 07-22-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved