• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
18:54 03-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
597

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრის შექმნა. ახალი ბაზარი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება არსებული მოდელისგან. სემეკი რეფორმირების პროცესში ერთ- ერთი ძირითადი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნასა და დახვეწაზე. ამ პროცესში, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სხვა ქვეყნის გამოცდილებებს და მნიშვნელოვანია არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, –
განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.

13-14 მარტს, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში EU4Energy-ს ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი პირები, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორიატის, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სუფთა ენერგიების პაკეტის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ევროკავშირის პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განსახორციელებელი პროექტები. შეხვედრის მიზანი იყო რეგიონული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved