• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი კეკელიძე: „კაცებო, გილოცავთ 8 მარტს!“

ალია ავტორი - ალია
16:00 03-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს.

“კაცებო, გილოცავთ 8 მარტს!

გილოცავთ არამხოლოდ იმიტომ, რომ “ქალების გარეშე აბა ჩვენს ცხოვრებას რა აზრი აქვს” და ბლა-ბლა-ბლა. ეს ისედაც ზეპირად ვიცით – სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე.

ფარისევლობა კი კარგად გვეხერხება. ეს ნაწერიც ალბათ ფარისევლური უფროა. იმიტომ, რომ მეც უამრავჯერ დამიშავებია მათთან. მერე რა, რომ უმეტესად ვერც კი ვხვდებოდი – შეიძლება გული ტკენოდათ. გვიან კი, მაგრამ მაშინ ვერ. ალბათ ცოდვილთა შორის უარესი არ ვარ, მაგრამ მეც იმ ზღვაში ვტივტივებდი, სადაც ჩვენ, კაცები, უფრო შორს ვცურავდით და ქალები ნაპირისკენ.

აი, თუნდაც იმ ბნელ, შორიახლო წლებში, ხან მაინც ხომ გვახსოვს, რომ ჩვენ ქალებმა გადაგვარჩინეს. უმეტესი ან ვყაჩაღობდით ან გვეძინა ან მთვრალ-გაჩხერილი ქუჩაში ვბარბაცებდით – ისინი ბენზინს ყიდდნენ და პურს აცხობდნენ. სტუმარი რომ მოდიოდა, ,,ქუხნაში” იდგნენ. მხოლოდ სადღეგრძელოზე დავუძახებდით, მაგიდის კუთხესთან დავსვამდით.
ვაჟკაცობა სიმართლის თქმა უფრო მგონია. და ეს სიმართლეც ნახევარსიმართლეა, რადგან ადამიანებს არათუ სახალხოდ ლაპარაკი გვეძნელება, აღსარებაშიც კი არ ვაღებთ ყველა ოთახს. მეც, შენც და ისიც. ამ ოთახების გაღება არც არის ახლა უმთავრესი.

მთავარი მომავალია. და ეს მომავალი გვკარნახობს, რომ ყოფილმა ქმარმა კვირაში ორი ცოლი არ უნდა მოკლას. კვირაში კიარა, საერთოდ არ უნდა მოკლას. მოკლას კი არა, საერთოდ არ უნდა იძალადოს. იძალადოს კი არა… და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ მოკლავს ან იძალადებს, ჩვენ, კაცებმა უნდა ამოვიღოთ პირველ რიგში ხმა.

ამიტომაც, კაცებო, გილოცავთ 8 მარტს! ანუ ჩემს თავსაც ვულოცავ – გამოფხიზლების სურვილით!” – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved