• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გიორგი გორგაძე ცუდადაა, ზის და ხელებში აქვს თავი ჩარგული, ეს დაინახა დედამ და აქედან იწყება სცენა, რომელიც ყველასთვის მძიმე სანახავია“ – რა მოხდა სასამართლო დარბაზში?

ალია ავტორი - ალია
13:32 07-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

სალომე ჩადუნელი სოციალურ ქსელში სასამართლო დარბაზში მომხდარ ფაქტს ასაჯაროებს:

„ბრალდებულები შემოიყვანეს. გიორგი გორგაძე ცუდადაა. სახეზე ფერი არ აქვს. ზის და ხელებში აქვს თავი ჩარგული. ეს დაინახა დედამ და აქედან იწყება სცენა, რომელიც ყველასთვის მძიმე სანახავია.
ის აღარ უსმენს მანდატურებს, აღარ ფიქრობს წესებზე, შედის იქ, სადაც წესით არ უშვებენ ხოლმე მშობლებს, დგება ბადრაგის წინ და აკანკალებული იწყებს საუბარს: რა ჭირს ჩემს შვილს, მიხედეთ.. თქვენს შვილს რომ ეს მოუვიდეს რას უზამთ, არ შეიძლება ასე ადამიანი აწამო… ექიმი მოიყვანეთ… რატომ არ აქცევთ ყურადღებას…[ფრაგმენტულად ისმის ფრაზებიც და ფრაგმენტულად მესმის ხმა]
გორგაძის დედა ამ მომენტში არღვევს დუმილს და საუბრობს ისე ხმამაღლა, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც მისი შვილი დააკავეს. „დამშვიდდით“ – ისმის ხმები. გორგაძე გაყავთ ბადრაგებს. შედის ექიმიც. ადვოკატის ცნობით, დილით კარგად იყო, თუმცა გზად შეუძლოდ გახდა.
„დაამშვიდე დედამისი და უთხარი, რომ ჩვენ გავიყვანთ დარბაზიდან“, – ეუბნება მიმინოშვილი დედას, ელენეს. ელენე მიდის გორგაძის დედასთან, მხარზე ხელს ადებს და შვილის დანაბარებს აცნობს.
ახლა ყველა ფეხზეა, სხდომა ვერ იწყება… გიორგი გოგრაძის დედა ბარიერზეა ჩამოყრდნობილი და ელოდება, რას იტყვის ექიმი, ელოდება, რომ შვილს ფერი დაუბრუნდეს.
დროდადრო თავს ვერ იკავებს და ხან პროკურორებს მიმართავს, ხან მანდატურებს: გამოიყვანეს დამნაშავეები, არ გრცხვენიათ, რის გამო ზიან…”. დარბაზში ხმაურია.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved