გიგა ავალიანის საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან – მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დააკმაყოფილა ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მოკლული მასწავლებლის ტელეფონი ისრაელიდან ჩამოყვანილმა ექსპერტებმა გახსნან.
თბილისში ეს ვერ შეძლეს, არადა წაქეზების მუხლით დაკავებული გოგოს უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ეს საქმისთვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა – საუბარია მიმოწერებზე ნია იმნაძეს და გიგა ავალაინს შორის.
„ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი იმ მოტივით, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი ვერ გაიხსნა. მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ დაგვენიშნა ექსპერტიზა მობილურის გახსნის მიზნით ისრაელში. ისრაელის ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აღნიშნული წერილობით კორესპოდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებასთან, ეს მტკიცებულებები დამატებით წარვადგინეთ სასამართლოში და სასამართლომ ისინი დაუშვა განსახილველად”. – ამბობს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.











კომენტარები