“ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა და არნიშნა, რომ ” ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო.
“აუცილებლად მინდა, რამდენიმე სიტყვით სოფელს და სოფლის მეურნეობასაც შევეხო. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და ასეც რომ არ იყოს, ეს მიმართულება ჩვენთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი როდია – ქართული სოფელი, განსაკუთრებით ქართული ვაზი, და ქართული ღვინო, ჩვენი იდენტობის და მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
ღვინო ვახსენე და სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს, მოდი, ისევ “ულმობელ” სტატისტიკას მივენდოთ: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო” – განახადა ივანიშვილმა.
კომენტარები