• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღრმა კრიზისი, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების გარეშე” – ჩეხეთის რეზოლუცია

ალია ავტორი - ალია
14:46 03-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

“საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების, საკონსტიტუციო და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც უსამართლო არჩევნებს, მზარდ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევას მოჰყვა”, – ასე ჰქვია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.

“ამ არჩევნებს არ მოუგვარებია პრობლემა, რადგან ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ. ხოლო, მათ, ვინც მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ფარული არჩევანი გაეკეთებინათ, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო ზეწოლა და დაშინება,” – წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა: “დაამტკიცა უკანონო პარლამენტი, დეპუტატები და ასევე, გამართა საპრეზიდენტო არჩევნები, რამაც პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციურ კრიზისში გადაზარდა”.

დოკუმენტში ასევე საუბარია არალეგიტიმური პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც, სადაც მან საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ისაუბრა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ეს “ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებისა და ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაა.

რეზოლუცია გმობს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებსა და ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. კომიტეტი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ მოითხოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ასევე მოითხოვოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამასთან ერთად, კომიტეტი პარლამენტს მოუწოდებს, რომ სესიაზე, რომელზეც აღნიშნული რეზოლუცია დამტკიცდება, მიწვეული იყოს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული კრიზისი ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გარეშე.

“საქართველო დაშორდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნებაყოფლობით იკისრა როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა სახელმწიფომ. ღრმა კრიზისი, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების შესახებ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისა და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ვინც საპროტესტო გამოსვლების მიმართ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას,” – წერია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved