სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო უბანში პარკის გახსნის ღონისძიებაზე კახა კალაძეს “კორუმპირებული” და “მონა” ეძახის”. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი აქვეყნებს და წერს:
“ჩემს უბანში რომ მოდიხარ მოღალატე იცოდე, რომ წყნარად ვერ გაივლი!!!
მკვლელი ხარ კალაძე, მკვლელი! რუსების აგენტი, ქვეყნის მოღალატე” – წერს მარიამ მეყანწიშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ისმის სიტყვები – ღატაკი ქალაქის მდიდარი, კორუმპირებული მერი
ასევე, ვიდეოს მიხედვით, ადგილზე მყოფმა პირებმა მოქალაქეებს წაართვეს ბანერები და ისმის ხმა – ხელს ნუ მკიდებ. ასევე, ჰქონდათ მცდელობა, გაეგდოთ მოქალაქე საჯარო შეკრების ადგილიდან.











კომენტარები