• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილი სერიოზულ საქმეს მოწყდა…” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:10 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლევან ნიკოლეიშვილი:

“არასოდეს არ მიყვარდა ხანგრძლივი თათბირები, თათბირები სადაც სიტყვების „რახარუხი“ ისმოდა, ძირითადად იმას ემსახურებოდა ვიღაცებს თავისი უაზრო აზრებით თავი „გამოეჩინა.“ ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის გახლდათ, რომ ძვირფასი დროის ფუჭად ხარჯვა ხდებოდა!
დღევანდელი პრემიერის მისვლა პარლამენტში ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა სწორედ ასეთ თათბირს დაამგვანა (სამწუხაროდ, პირველი შემთხვევაც არ არის!). მოსმენაც შემიძლია, მოსმენილის გაგებაც, მაგრამ ერთადერთი რაც გავიგე ოპოზიციის ნაწილის მთავარი მიზანი ან ლანძღვა იყო ან პოლიტიკური კეკლუცობა,რომ თითქოს ან რამეს წარმოადგენენ ან რამის გაკეთება უნდათ და ვინმე რამეს უშლის. ძალიან გული მწყდება, რომ მათ მოსმენას გარკვეული დრო დავუთმე (რეალურად კი დრო დავკარგე!).
ახლა წარმომიდგენია, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კანონი ავალდებულებს პარლამენტში მისვლას გარკვეული მოხსენების გაკეთებას ( კი ბატონო!), მერე გამწარებული რადიკალების მოსმენას (გაძლება არ გინდა?!), და ბოლოს მათთვის პასუხის გაცემას! რამდენი სერიოზულ საქმეს მოწყდა! რა ტყუილად დააკარგვინეს დრო (იქნებ ეს იყო მათი მთავარი მიზანი?!). პარლამენტარიზმის, დისკუსიის, კონსტრუქციულობის არაფერი საქმესთან დაკავშირებული პარლამენტში დღეს არ ხდებოდა, სრულიად სამართლიანად უთხრა ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – „დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი ხართ, საშინელებაა!“ ხოლო მთავარ საკითხზე რაზეც თითქოს დისკუსია-თათბირი უნდა გამართული, ვინ რას აკეთებს ევროკავშირის კანდიდატობისათვის უბრალოდ ერთი სიმართლე შეახსენა, თუ როგორ ვერ აიტანა ოპოზიციამ ევროკომისრის ბატონ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი – „ევროკომისარმა პოზიტიური გზავნილი ჩამოიტანა და ვნახეთ, როგორ დაესხით თავს!“ სიმართლე ეს არის და მწარე რეალობა კი ის ოპოზიციის ეს დიდი ნაწილი, ბიუჯეტიდან ხელფასს (ბიუჯეტის მძარცველები!) არაფერში, უფრო სწორად კი მავნებლობაში იღებს, იმედია ბევრი მათგან შემდეგ პარლამენტში აღარ იქნება, თუმც „დამსახურებულ“ პენსიას კი მიიღებს.
p.s. მალე ახალი ტრაგიკომედია გველის “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები იქნება, აქ საინტერესო ის კი არა თუ ვინ გახდება ახალი “ლიდერი” , არამედ დამარცხებული მხარე თუ იტყვის, რომ “არჩევნები გაყალბდა!” ჩვენი უცხოელი მეგობრების აზრიც მნიშვნელოვანი იქნება!”
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved