ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის აგებული იქნება სამომავლო განვითარებაზე.
„საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე. 2016 წელს შტაბის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. შტაბის მუშაობაში ჩართული ყოველ დღე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე. საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ, როგორ ვხედავთ სამომავლო განვითარებას. მათ შორის იმ კრიზისიდან ამოსვლას, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან. საზოგადოებას ეს აინტერესებს და არა ის კინკლაობა, რასაც პარტიებისგან ისმენენ. ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ვინც მმართველი გუნდი დატოვა, ისინი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნებიან“
კომენტარები