• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეტყვით, რატომ არის სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე – ჩემთვის როგორც ენმ–ს ამომრჩევლისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია”

ალია ავტორი - ალია
01:30 10-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მომწონს თუ არა ენმ–ს პარტიული სია?

არა, არ მომწონს და ამისათვის ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ამ სიაში ის ადამიანია ჩაწერილი, ვინც თავის დროზე ჩემთან ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ბოკერია ენმ–ში, იმ განსხვავებით რომ ის ბოკერიაზე ნაკლებად განათლებული და ნაკლებად ჭკვიანია და ვისაც არანაირ გარემოებაში არასდროს ხელს არ ჩამოვართმევ.

გარდა ამისა, ნამდვილად ვისურვებდი რომ სიაში მეტი ახალგაზრდა ყოფილიყო და ბევრი “ძველიც” იმაზე წინ მეხილა, ვიდრე სიაშია.

უფრო მეტსაც გეტყვით: 10 წელი ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, მანამდე ამ პარტიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი და არცერთხელ – ვიმეორებ – არცერთხელ ჩემი საკუთარი პარტიის სია არ მომწონებია და ვისაც ეს ძალიან უსიამოვნო პროცესი გაუვლია, მშვენივრად იცის, რასაც ვამბობ.

პარტიული სიის შედგენის დროს ისეთი მომენტები ხდება გასათვალისწინებელი, რომელსაც საჯაროდ ვერც ახსნი და არც უნდა იყოს საჭირო – ფინანსები, პარტიის წევრთა ამბიციები, მათ შორის დამოკიდებულება, “ძედოვშჩინა” და ა.შ. მით უმეტეს, როცა ბლოკია და რამდენიმე პარტიის ერთობლივი სია იდება, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება და ყველა პარტია – ეკუთვნის, არ ეკუთვნის – თავისას ითხოვს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, პროპორციული სიის შედგენა ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება და ყოველთვის სამართლიანობის პრინციპს ვერ ეფუძნება. მათთვის, ვისთვისაც იდეაა მთავარი და ვინც იცის რომ პარტიული სია არ განსაზღვრავს პარტიის წარმატებას, ნაწყენიც რომ დარჩეს, ამის გამო სკანდალს არ მოაწყობს.

რატომ სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე?

იმიტომ რომ ყველა პარტიას ლიდერობის პრეტენზია აქვს, სიას გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება და ამ არჩევნებში ასეთი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება სიის სათავეში. აი ამიტომ ბუბა კიკაბიძე – ყველა პარტიული ამბიციისთვის ნეიტრალური, ხალხისთვის მართლა ძალიან საყვარელი ადამიანი შეირჩა სიის პირველ ნომრად თავისი მკვეთრი, მიუკიბ–მოუკიბავი მესიჯით: რუსეთი ოკუპანტია!

ვითომ ასე რთულია ამის გაგება?

და ბოლოს – საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ როცა აუღებელი ციხე–სიმაგრე – ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი და ჩემთვის როგორც ენმ–ს ამომრჩევლისთვის, დღეს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ჩემი არჩევანიც დიდწილად ამ ფაქტორითაა განპირობებული.

ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც თუნდაც სამართლიანად ხართ ემოციებს აყოლილი – შევწყვიტოთ ამაზე დავა, რადგან ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რასაც დღეს უკვე თითქმის ბოლომდე ნიღაბახსნილი გახარიას ე.წ. კლასტერი ახორციელებს ენმ–ზე ფორსირებული დარტყმებით, შეძახილებით რომ არჩევნები გაყიდულია, ჭორაობის დონეზე დასული ინფორმაციების გავრცელებით და რისი მიზანიც სრულიად ნათელია – იმედგაცრუება ხალხში, მუხტის ჩაკვლა და თან როდის – როცა ამ ხელისუფლების ბედი თითქმის გადაწყვეტილია.

აუგის თქმას, ერთმანეთთან დავას, წყენის ამოფრქვევას მერეც მოვასწრებთ და დღეს ამისკენ მოწოდება არც მეტი, არც ნაკლები – მავნებლობაა, დამიჯერეთ!

ამ არაფრის მომცემ ურთიერთდაპირისპირებას, რომელსაც მაინც არაფერის შეცვლა არ შეუძლია გარდა ჩვენი დასუსტებისა, მოდით უბრალოდ წავიდეთ არჩევნებზე, სხვებსაც მოვუწოდოთ და არჩევნების შემდეგ მიღებული შედეგის დაცვაზე ვიფიქროთ, რაც აუცილებელი გახდება რადგან კუთხეში ვირთხასავით მიმწყვდეული ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია თავის გადასარჩენად.

31 ოქტომბერს ჩვენ პარტიებს კი არა, ამ ქვეყანას ექნება თუ არა მომავალი, იმას ვირჩევთ – რა დროს ერთმანეთში დავა და ურთიერთწყენაა – გამოვფხიზლდეთ!”

თეგები: 2020 არჩევნებიირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved