• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
13:06 05-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს, – ინფორმაციას Saarbruecken Zeitung-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის წინადადებას დღეს ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოზე გაიტანენ. მერი დაძმობილებულ ქალაქ თბილისთან ყველა კონტაქტის შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერების რეკომენდაციას იძლევა.

გამოცემა წერს, რომ ამ რადიკალურ ნაბიჯს მყარი მიზეზები აქვს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

„დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, თუ რატომ მივიდა მერია იმ დასკვნამდე, რომ სურს, და როგორც ჩანს, ვალდებულია, სიგნალი გააგზავნოს – ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების გაცვლის ხელშეწყობის შეჩერების“ გარეშე“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ზაარბრიუკენის მერიის შეფასებით, საქართველოში „ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ, აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ, ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს, დემონსტრაციებს სასტიკად ახშობენ, ოპოზიციის სულ უფრო მეტი წევრის დაპატიმრება ხდეა, მუდმივად მოქმედებს ახალი კანონები და რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს შეკრების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას“.

გარდა ამისა, ქალაქის მერიის შეფასებაში ნათქვამია, რომ წესების უმცირესი დარღვევებისთვისაც კი სულ უფრო მკაცრი სასჯელები წესდება.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეების წინ უბრალოდ დემონსტრაციაში მონაწილეობა, თუნდაც ისეთში, რომელიც მოძრაობას აფერხებდა, პრობლემას არ წარმოადგენდა, გზაზე დგომის დანაშაული თანდათანობით მცირე დარღვევიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი სისხლის სამართლის ქმედებად გადაიქცა. ქვეყანა ერთპარტიული სახელმწიფოს, პოლიციური სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ მიექანება“, – აღნიშნულია შეფასებაში.

გამოცემა წერს, რომ თბილისის მერი, სადაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს, არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, არამედ მისი გენერალური მდივანიც.

„ამგვარად, კახა კალაძე მხარს უჭერს და იზიარებს პასუხისმგებლობას მოვლენების მთელ ამ განვითარებაზე. ამიტომ, ზაარბრიუკენის მერიის განმარტებით, მათ გასულ წელს, როდესაც ქალაქთან პარტნიორობის 50 წლის იუბილე უნდა აღენიშნათ, გადაწყვიტეს დაგეგმილი ცერემონიის გაუქმება და ამის ნაცვლად მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ეს კალაძის მოწვევის გაუქმების ტოლფასი იყო. მას შემდეგ ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა.

მერს სურს, საქალაქო საბჭომ დაადასტუროს, რომ ეს არის სწორი გზა თბილისის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. თავად ქალაქთან პარტნიორობა უნდა შენარჩუნდეს. ამავდროულად, ორივე ქალაქის მოსახლეობას შორის ურთიერთობების ფინანსური მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს „პარტნიორობის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად“, მაგრამ ყველა ოფიციალური კონტაქტი უნდა შეჩერდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Saarbruecken Zeitung-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მერს შეუძლია ელოდოს, რომ ამ მიდგომას ფართო უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved