• რეკლამა
  • კონტაქტი
04:53, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიაში ფრენას მხოლოდ Lufthansa შეასრულებს – ბილეთის ფასი 4-5 ათასია

ალია ავტორი - ალია
16:54 07-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

აგვისტოს თვეში გერმანიაში რეგულარულად მხოლოდ ავიაკომპანია Lufthansa იფრენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს, ხოლო მიუნხენი-თბილისის მიმართულებით – ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე უკვე დაიდო. ორმხრივი ბილეთის მინიმალური ფასი აგვისტოს პირველ ორ კვირაში 5 000 ლარს აჭარბებს, ხოლო, თუ უკან დასაბრუნებელ ბილეთს აგვისტოს მეორე ნახევარში იყიდით, ჯამში, ყველაზე ცოტა, 4000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მხოლოდ რამდენიმე თარიღია, როცა ყველაზე იაფი (ჩასაბარებელი ბარგის გარეშე) ორმხრივი ბილეთის შეძენა 2 500 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

გერმანიას საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, თუმცა ფრენის უფლებას მხოლოდ მაღალბიუჯეტიან კომპანიას აძლევს, მაშინ როცა, Wizzair-ს და Ryanair-ს ამ დრომდე აქვთ ქუთაისი-დორტმუნდის და თბილისი-კიოლნის მიმართულებით იაფი ფრენები – მათ ჯერ არ გაუუქმებიათ აგვისტოში გაყიდული ან გასაყიდი ბილეთები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს “არ უღირთ” კვირაში “ერთი და ორი ფრენა”.

მოსალოდნელია, რომ ასეთივე მაღალი ფასი იქნება თბილისი-პარიზი-თბილისის და თბილისი-რიგა-თბილისის ბილეთებზეც. მთავრობა ფრენის უფლებას და ისიც შეზღუდული რაოდენობით, ამ შემთხვევაში მხოლოდ Air France-ს და Air Baltic-ს აძლევს – კვირაში ორჯერ და ერთხელ. აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანია Wizzair-საც აქვს რიგასა და ვილნიუსში იაფი ფრენები და აგვისტოში ბილეთებს ისევ ყიდის, თუმცა, მისთვის მთავრობას ფრენის უფლება ამ შემთხვევაშიც არ მიუცია.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობა ზეწოლას ახდენს ავიაკომპანიებზე, რომ მათ, რაც შეიძლება ცოტა ფრენა დანიშნონ. როგორც კანდელაკი ამბობს, ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არაოფიციალურად უკვე აცნობა, რომ ის არჩევნებამდე ვერ იფრენს საფრანგეთსა და გერმანიაში. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, სახელმწიფო Wizz Air-ს არ აძლევს ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ფრენის უფლებას.”

როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved