გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი დღე-ღამეში 163-ით გაიზრდა და 847 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ინფიცირების 392 შემთხვევა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში დაფიქსირდა. ბადენ-ვიურტემბერგი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 182-ს, ბავარიაში კი 148-ს შეადგენს. 18 ადამიანი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა, გარდაცვალების შემთხვევა კი ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა.
კომენტარები