„შპიგელის“ ინფორმაციით უკრაინამ გერმანიისგან პირველი ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო.
გამოცემის ცნობით, სისტემის ერთი კომპლექტის გადაცემა დღეს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მოხდა.
გასულ დღეს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინს სურს, უკრაინას გადასცეს პირველი IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა უახლოეს დღეებში.
გამოცემის ცნობით, იგეგემება სისტემის კიდევ სამი კომპლექტის გადაცემა.
როგორც მედია წერს, საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემად და უკრაინაში ძირითადად გამოყენებულ იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. სისტემებს რაკეტების განადგურება 20 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია 40 კილომეტრის რადიუსში.
კომენტარები