• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, დანია, აშშ – დახმარებების რა პაკეტებს მიიღებს უკრაინა

ალია ავტორი - ალია
20:51 04-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,628

ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და განუცხადა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.

“ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ნატომ გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის.”, – თქვა სტოლტენბერგმა.

ის მიესალმა გერმანიის ბოლო გადაწყვეტილებას უკრაინაში დამატებითი “პატრიოტის” სისტემის გაგზავნის შესახებ. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, პატრიოტების გარდა, არსებობს სხვა სისტემები, რომლებიც მოკავშირეებს შეუძლიათ უზრუნველყონ, მათ შორის SAMP/T.

„ბევრმა მოკავშირემ, რომლებსაც არ გააჩნიათ არსებული სისტემები, პირობა დადო, რომ ფინანსურ დახმარება გაუწევენ მათ შესყიდვას უკრაინისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში დანიამ ახალი ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ, ხოლო ნიდერლანდებმა გამოაცხადა დამატებითი 4 მილიარდი ევროს გამოყოფა სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩეხეთმა კი დაადასტურა, რომ თავისი ინიციატივის წყალობით ნახევარი მილიონი ჭურვი შეიძინა.

სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის კონგრესში ხვალ, 20 აპრილს, უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრას და ელოდება, რომ ახალი დახმარება შეფერხების გარეშე დამტკიცდება.

“უკრაინა იყენებს ჩვენს მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად. ეს ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved