• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენერალური პროკურორი, 2 სართულიან სახლს იშენებს – მდიდარი ჩინოვნიკები ღარიბი ქვეყნიდან

ალია ავტორი - ალია
13:49 05-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 2 სართულიანი სახლის მშენებლობის თაობაზე თანხმობა მიიღო. 

1,000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით პროკურატურის პირველი პირი კერძო სახლს იშენებს, თბილისის ერთერთ პრესტიჟულ ადგილას, დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარეობს. 

ამ ტერიტორიებზე, ერთი კვ.მ მიწის ნაკვეთის საშუალო ფასი 200 დოლარია, რაც იმას ნიშნავს რომ ბატონი შოთაძის სახელზე რეგისტრირებული 1,000 კვ.მ მიწის ნაკვეთი 200,000 ათასი დოლარი ანუ დღევანდელი კურსით 600,000 ლარი ღირს. 

ქონებრივი დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარე 1,000 კვ.მ ძვირადღირებული მიწა, ირაკლი შოთაძეს, დედამ, ექიმმა ეთერ ბლაგიძემ წლინახევრის წინ აჩუქა. 

ხოლო მშენებლობის ნებართვა, გენპროკურორმა, რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის იანვარში მოიპოვა.

მშენებლობის ფარგლებში იგეგმება წინა და უკანა ეზოს გამწვანება, ნაკვეთის ძვირადღირებული ნარგავებით გალამაზება და მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება.

აღსანიშნავია რომ ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ 2019 წელს, ირაკლი შოთაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო გოტიაშვილმა, ცაგარელის 82 ნომერში, სადაც 2016 წელს 100,000 დოლარად 150 კვ.მ ბინა იყიდეს, სამი ავტოფარეხი შეიძინეს.

საინტერესოა, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა სულ უფრო და უფრო მეტად ღარიბდება, ხოლო ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება, როგორ ახერხებს ჩინოვნიკი შოთაძე გამდიდრებას?

პრესა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved