გელთში ჩასულ ტურისტებს სამონასტრო კომპლექსი დროებით დაკეტილი დახვდათ. ამის მიზეზი “იუნესკოს” ექსპერტების სამუშაოებია, რომლებიც მთავარი ტაძრის გადახურვასა და კედლის მხატვრობას სწავლობენ.
ისინი საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში და რესტავრატორთა ჯგუფს კვლევის საფუძველზე რეკომენდაციებს მისცემენ.
რაც შეეხება წირვა-ლოცვასა და მსახურებას, ის არ შეწყვეტილა და ელიას ტაძარში მიმდინარეობს. ტაძრის ტერიტორიაზე დაშვებულია მრევლის შესვლაც.
სასულიერო პირის განცხადებით ტაძარში ექსპერტული სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
კომენტარები