• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:29 08-16-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ გადასახური მასალა არის მაღალტექნოლოგიური ქსოვილი, რომელიც სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, ასევე, კომიტეტის განცხადებით, უსაფუძვლოა მტკიცებები, თითქოს ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიდის კონსერვაციის პროცესი.

კომიტეტის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.

კომიტეტი „კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს“ მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„განცხადება გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიასა და რეალურ ფაქტებზე:

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ ცნობებს გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე. სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. საზოგადოებისადმი პატივისცემისა და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოგიდგენთ დეტალურ განმარტებებს გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა ეჭვქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი ე.წ. „ცელოფნით“ არის გადახურული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) პირდაპირ და მკაფიო ერთ – ერთ მთავარ მოთხოვნას. ქართველი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი 19 და ერთიც იტალიური ჯგუფის მიერ შეთავაზებული საპროექტო წინადადებიდან, მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობითა და ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სტრუქტურის პროექტი აღმოჩნდა რეალურად განხორციელებადი, რომელიც ყველა ურთულეს გამოწვევას პასუხობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა განხორციელებულმა პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. რაც შეეხება უშუალოდ გადასახურ მასალას, იგი წარმოადგენს PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ არა ერთიანი დროებითი გადახურვა, შეუძლებელი იქნებოდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების მოხსნა და იმ სველი ინერტული მასალის ამოღება, რომელსაც დღეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ახორციელებს.

ასევე, უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური, ეტაპობრივი კონსერვაციის პროცესი. ამასთან, გავრცელებული წერილი, რომლის ავტორიც თავს „გელათის სტიქაროსნად“ მოიხსენიებს, შეიცავს ცრუ ინფორმაციებს, ხოლო აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს მონასტრის სტიქაროსანს ან მსახური სასულიერო პირების მრევლს.

ამავე კონტექსტში გაჟღერდა მცდარი მოსაზრებები სადრენაჟე სისტემასთან დაკავშირებითაც. ისტორიული და არქეოლოგიური რეალობა ისაა, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დროინდელმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1510 წელს, ოსმალთა მიერ მონასტრის გადაწვის შემდეგ, რაც დასტურდება მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით – სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში გამოვსებული იყო მიწით, ნაცრითა და ნახშირით.

გელათის რეაბილიტაციის პროცესებისადმი სუბიექტურად და ტენდეციურად განწყობილ გარკვეულ წრეებში არასწორი აღქმა შეიქმნა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიმართაც, რომელიც ტაძრების მიკროკლიმატის კვლევას ეხება. ჩვენთვის უცნობია ანგარიშის კრიტიკოსთა კომპეტენცია კლიმატოლოგიის კუთხით, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ , რომ ზემოხსენებული კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამუფო – კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის სამეცნიერო დისციპლინის აღიარებული ფუძემდებელი, რომლის სახელმძღვანელოებითაც კლიმატოლოგიის დარგის სპეციალობებზე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. შესაბამისად, გაუგებარია ბატონი კამუფოს ანგარიშში მოყვანილი სამეცნიერო მსჯელობების საფრთხის შემცველად მიჩნევა, რეალობა კი ის არის, რომ კლიმატოლოგიური პრობლემა, რომელიც გელათის კათედრალს აღენიშნება (და რომელიც საუკუნეების მანძილზე პროგრესირებს), ტიპიურია ყველა დიდი კათედრალისთვის, კერძოდ: იმდენად, რამდენადაც გაზაფხულზე ტემპერატურა იზრდება და იწყება ინტენსიური დათბობა, ამ დროს კი ტაძრის კედლები რომელთა სისქეც 170 სმ-ია, ზამთრის სიცივეს ინარჩუნებს და როდესაც მზისგან გამთბარი ჰაერი ინტერიერში შეედინება, ხდება ტაძრის იატაკისა და კედლების (დაახლოებით 70 სმ. სიმაღლემდე) დატენიანება/კონდესირება. ფიზიკის საკითხია, რომ სითბოსა სიცივის შეხებისას ჰაერში არსებული ტენი განიცდის კონდესაციას და მკვეთრი კონტრასტის დროს ნამის წვეთებიც კი წარმოიქმნება. ამიტომ, ერთ-ერთ აპრობირებულ გამოსავლად პროფესორი კამუფო იატაკის ნელ-ნელა შეთბობას გვთავაზობს, გაზაფხულის დათბობიდან ზაფხულის შუა პერიოდამდე, მანამ ვიდრე ტაძარის ტემპერატურა და გარე ტემპერატურა ისე არ გათანაბრდება, რომ კონდესაცია აღარ მოხდება.

ხაზგასასმელია, რომ პროფესორ კამუფოს მიერ დასაშვებ მეთოდად დასახელებული იატაკის რეგულირებადი შეთბობა ჯერ მხოლოდ პირველადი სამუშაო ჰიპოთეზაა, რომელსაც ესაჭიროება შემდგომი დეტალური კვლევა და მრავალმხრივი დამუშავება. მსგავსი ტექნოლოგია წარმატებით არის დანერგილი ევროპის მრავალ ისტორიულ ტაძარში ტემპერატურული ცვალებადობით გამოწვეული კონდენსაციის პრევენციის მიზნით.

გაუგებრობას იწვევს იტალიურ ინსტიტუტთან – Opificio delle Pietre Dure-თან გაფორმებულ მემორანდუმზე რეაგირებაც. ბრალდება, თითქოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრი ჩამოგვყავს ძეგლზე „ექსპერიმენტების“ ჩასატარებლად, ელემენტარული პროფესიული უმეცრება ან პროპაგანდაა. პროექტში გამოყენებული საერთაშორისო ტერმინი „Pilot restoration“ ნიშნავს საპილოტე (საცდელ) რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს. კედლის მხატვრობის რესტავრაციისას ეს გახლავთ მიღებული სტანდარტი: მთლიანი ფრესკის დამუშავებამდე, უმცირეს და ნაკლებად შესამჩნევ მონაკვეთზე მოწმდება საკონსერვაციო ხსნარებისა და მეთოდების უსაფრთხოება, და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ იწყება სრულმასშტაბიანი პროცესი.

ცინიკური და ფარისევლურია მათი მხრიდან გელათის მოზაიკაზე დიდი გულისტკივილით საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 1989 წელს, ბატონი კარლო ბაკურაძე, რომელმაც გელათის ღმრთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკას გადამრჩენი რესტავრაცია ჩაუტარა, წერს, რომ მოზაიკის კომპოზიცია 85%-ით არის მოშორებული საფუძველს. 1990 წლიდან, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტამდე, არავის უზრუნია გელათის უნიკალური მოზაიკის მდგომარეობის შესწავლაზე. აღნიშნულ მუდმივმოქმედ კრიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში დარგს ხელმძღვანელობდნენ, არცერთხელ მოუწვევიათ ერთი ექსპერტიც კი, რომ არათუ ხარაჩოდან, არამედ იატაკის დონიდან მაინც შეეფასებინათ უნიკალური მოზაიკის მდგომარეობა, რომელიც როგორც ბატონი კარლო ბაკურაძისა 80-იანი წლებისა და ბატონი რობერტო ნარდის ამჟამინდელი ანგარიშები ცხადყოფს, მოზაიკის დაზიანებების სიმძიმე პრაქტიკულად, იდენტურია. ასევე ცინიკური და ფარისევლურია, საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე იმ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობითაც ახლადაშენებულ ბაგრატის ტაძარში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, წყლის ჩადინების მასშტაბური პრობლემები შეიქმნა და ეს პრობლემა დღემდე დგას.

მოვუწოდებთ კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს, თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან და დაუბრუნდნენ ადამიანური და პროფესიული ეთიკის ნორმებს, ვინაიდან სიცრუემ და ცილისწამებამ მათ უკვე არაერთხელ დააკარგვინა სახე.

საზოგადოების მართებულად ინფორმირებულობისთვის კი, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved