კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ გელა ხასაიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი ექნება.
ამ შეთანხმების მიხედვით, გელა ხასაია პატიმრობიდან სექტემბერში გათავისუფლდება.














კომენტარები