• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გეკას დეკლარაციებში გასაკვირი არაფერი არ არის” – გიორგი გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
14:42 02-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,148

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია:

,,მე კარგად მახსოვს, ნაცების დროს მოსული მინისტრები, კვერცხი გარჩეული რომ იჭმეოდა, 2003 წლის 24 ნოემბრიდან რომ ისწავლეს, პიჯაკები ნათხოვარი რომ ეცვათ და მერე მოგვევლინენ მილიარდერებად.
რაც თავი მახსოვს, გეკას და მის ოჯახს ვიცნობ, ბაბუიდან დაწყებული გეკათი დამთავრებული ვმეგობრობ ყველასთან წლებია. არის წესიერი და სამაგალითო ქართული, თბილისური ოჯახი და არასდროს გასაჭირი არ ჰქონიათ. ასევე მისი მეუღლის ოჯახს. ეგ თქვენც იცით კარგად, არ ჩამოვთვლი გვარებს ვინებმაც, როგორც ნაცებში, ისე ე.წ. “ჩვენიანებში”.
გეკას დეკლარაციებში გასაკვირი არაფერი არ არის, ეგ არც მინისტრობისას შეუქმნია და არც საჯარო სამსახურში ყოფნისას. მის პატიოსნებას რაც შეეხება კიდევ, ბევრი ეგეთი ადამიანი საჯარო სამსახურს და მიაყენეთ რა, რაღაცეები კიდევ არ მალაპარაკოთ.”

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გელა გელაძის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა:

🔻 შს მინისტრის პოსტზე მყოფი გეკა გელაძე და მისი ცოლი ნათია ელიზბარაშვილი ორ კერძო სახლს, ექვს ბინას და სასტუმროს ერთ ნომერს ფლობენ. ინფორმაციას გელაძე- ელიზბარაშვილის წყვილის ქონების შესახებ აი-ფაქტი დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიების მასალების მიხედვით, ქონება ოქროყანაში, ბეთანიაში, კოჯორში, ბაკურიანში, თბილისში ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირებზე მდებარეობს.

🔴 ამავე ინფორმაციით, გეკა გელაძემ უძრავი ქონების უმეტესობა 2011 წლის შემდეგ დააგროვა და ისინი, ძირითადად ცოლის სახელზეა რეგისტრირებული.

🔴 გელაძის ცოლმა 2023 წელს 228 000 დოლარად იყიდა 168 კვ.მ ბინა მთაწმინდაზე, ემ კვადრატის კომპლექსში. ბინა ფუნიკულიორის პარკიდან ხუთი წუთის სავალზე, ოქროყანის ტყე-პარკში მდებარეობს. პროექტის მიხედვით, ექნებათ 68 კვ.მ ფართობის ტერასაც;

🔴 ნათია ელიზბარაშვილმა 2024 წელს იყიდა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი ყოფილ იპოდრომთან, “ორბი ჯგუფის” მშენებარე კომპლექსში, “ცენტრალ პარკ თაუერსი”. აქ “რადისონ ბლუს” გახსნა იგეგმება; ქონება 150 000 დოლარად შეიძინა. ეს თანხა, დეკლარაციის მიხედვით, მშობელმა აჩუქა;

🔴 მინისტრის ცოლს ბინები აქვს ვაკეშიც. ერთი “პარკ პლეისის” კომპლექსში, რომელიც 2012 წელს, 182 000 დოლარად იყიდა, მეორე – უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც, დაახლოებით, 150 000 დოლარადაა შეფასებული;

🔴 ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა 3-სართულიანი კერძო სახლი კოჯორში, აზეულას ქუჩაზე. ამ უბანში მსგავსი სახლები, სულ მცირე, 300 000 დოლარი ღირს; აგარაკი ბეთანიაშიც აქვთ – ამჯერად, უშუალოდ გელაძის სახელზე. ეს სახლი, დაახლოებით, 200 000 დოლარადაა შეფასებული.

🔴 ბაკურიანში გელაძის ცოლს სამი აპარტამენტი აქვს, სასტუმრო K2-ის კომპლექსში. სამივე მათგანი 2017 წელს შეიძინა;
გარდა ამისა, გელაძეს მიწის ნაკვეთი აქვს ახმეტაში, სოფელ მაღრაანში.

🔴 გელაძეს და მის ცოლს ძვირადღირებული ავტომობილებიც ჰყავთ – 105 000 ევროიანი მერსედესი და 70 000 დოლარიანი ტოიოტა.

🔴 გეკა გელაძის ერთი შვილი თბილისის ევროპულ სკოლაში სწავლობს, მეორე – ინგლისში, ექსეტერის უნივერსიტეტში. მათი სწავლისთვის 2024 წელს 35 000 გირვანქა სტერლინგი და 20 000 ლარია გადახდილი.

🔴 შს მინისტრის ხელფასი ოფიციალურად, 13 600 ლარია. გასულ წელს კი ნაკლები, 12 410 ლარი იყო. რაც შეეხება ბიუჯეტის მიღმა შემოსავლის წყაროს, გელაძეს სამშენებლო კომპანიებიდან 2020-2024 წლებში 530 000 ლარი აქვს აღებული. ამჟამად, მხოლოდ შპს “დეკოს” ფლობს, საიდანაც შემოსავალი არ აქვს. ერთი კომპანია აქვს მინისტრის ცოლსაც – სილამაზის სალონი შპს “ნეილ ბარი”. თუმცა, დეკლარაციებში ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

🔴 გელაძისა და მისი ცოლის ანგარიშებსა და ანაბრებზე არის – 127 000 დოლარი, 6 000 ევრო, 15 000 გირვანქა სტერლინგი და 22 000 ლარი.

თეგები: გელა გელაძეგიორგი გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved