• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეგმა დაიდოს”! თურმე მხოლოდ გეგმის დახატვაშია საქმე, თორემ შემდეგ ეს გეგმა თავისით ამოძრავდება“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:59 11-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
627
რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„არსებობს მუდამ უკმაყოფილო ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სხვებზე გადაბრალებაში არიან დასპეცებულები. წინა პოლიტიკურ ციკლში მათი ერთ-ერთი პრეტენზია ასე ჟღერდა: “ღამით არ დაგვტოვეს”!სინამდვილეში, როცა აქციის შემდეგ ღამით დარჩენა გადაწყდებოდა, დილით რამდენიმე კინკილა ადამიანი თუ რჩებოდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფოტოც მაქვს შენახული, სადაც ადრე დილით სულ ათიოდე კაცი შემორჩა ღამისთევას და აქედან ნახევარი ჟურნალისტი იყო, სურათის გადასაღებად მისული. ზოგიერთი, “არ დაგვტოვეს” კამპანიას შეგნებულად ეწეოდა ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის, რითაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს.
ახლაც მსგავსი სიმპტომები იკვეთება: “გეგმა დაიდოს”! თურმე მხოლოდ გეგმის დახატვაშია საქმე, თორემ შემდეგ ეს გეგმა თავისით ამოძრავდება.
როცა ამბობენ, სადაა გეგმაო, გეგმა თავისთავად განსაზღვრულია დროის გრაფიკით. თვის ბოლომდე უნდა შეიკრიბოს ახალი პარლამენტი და იმ დღეს ასი ათასი კაცი უნდა იყოს ქუჩაში.
მხოლოდ ოპოზიციის მიერ “ხალხის გამოყვანაზე” იმედების დამყარება არის ილუზია. ხალხი როცა ოპოზიციის მონდომების გარეშე გამოდის, მაშინ აქვს მას განსაკუთრებული ძალა. ოპოზიციას შეუძლია ორგანიზება ( მაგ. ტრანსპორტით უზრუნველყოფა), მაგრამ ძალით ვერავის გამოიყვანს თუ ჩამოიყვანს. რუსული კანონის მიღების დროს არავის გამოუყვანია ხალხი ქუჩაში, თავისით გამოვიდა.
მხოლოდ ოპოზიციის მოწოდებები არაა საკმარისი.
იქნება იმდენი ხალხი, რამდენიც ევროპული გზის დასაცავად გამოვიდა-მაშინ მიხვდება ხელისუფლებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება.
თუ ხალხი არ გამოვა, ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, თუ ხალხი გამოვა, არც ეს იქნება ოპოზიციის დამსახურება.
შემდგარი საზოგადოება არ უნდა პატიობდეს ხელისუფლებას დამცირებას და ძალადობას.“
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved