CNN-ის ცნობით, რუსულმა კომპანიამ, გაზპრომმა ჰოლანდიურ კომპანიას GasTerra-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. მიზეზი ისაა, რომ კომპანიამ არ შეასრულა რუსეთის მოთხოვნა, რუბლში გადაეხადა მისთვის საფასური.
“გაზპრომმა GasTerra B.V.-ს (ნიდერლანდები) რუბლებში გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა“. – წერს კომპანია.
GasTerra-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მსგავსს ქმედებას მოელოდა დაზარალის დასაფარად გაზს სხვა წყაროებიდან შეიძენს.
კომენტარები