• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაზმა ფქვილი გააძვირა, ფქვილმა – პური, პური ყველაფერს გააძვირებს – ჯაჭვური რეაქცია დაიწყო

ალია ავტორი - ალია
21:45 12-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ფქვილის ფასმა 4 ლარით მოიმატა. თონეების და საკონდიტრო დაწესებულებების მეპატრონეები ფქვილს დღეიდან უკვე გაძვირებული ტარიფით ყიდულობენ. მცირე მეწარმეები  ამბობენ, რომ ფქვილზე ფასის მომატების გამო პურის გაძვირებაც მოუწევთ,  მცირე ბიზნესს  ხარჯები გაეზრდება, მყიდველი შემცირდება  და არ გამორიცხავენ, რომ თანამშრომლების სახლში გაშვება ან სულაც ბიზნესის შეჩერება მოუწევთ.

სახელმწიფო მსხვილ კომპანიებს დაასუბსიდირებს, პროგრამის ხანგრძლივობა ოთხი თვეა, საერთო ბიუჯეტი კი 10 მილიონ ლარია. რა იქნება 4 თვის შემდეგ – ეს ჯერ უცნობია. სახელმწიფო სუბსიდიის გამო მსხვილი კომპანიების მიერ გამომცხვარი  პური არ გაძვირდება, თუმცა ეს არ ეხება მცირე ბიზნესს.  მცირე მეწარმეები კვლავ სახელმწიფო დახმარების მიღმა დარჩნენ. 

ფქვილის გაძვირება რომ მცირე ბიზნესს მძიმე ტვრითად დააწვება ამაზე საუბრობენ ექსპერტებიც და განმარტავენ რომ სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა  არასწორია და ეს ნაბიჯი ბაზარზე არაჯანსაღ  კონკურენციას ქმნის.

მსხვილი მოთამაშეები პურის ბიზნესში უფრო იხეირებენ, წვრილი მოთამაშეები კი დაზარალდებიან, ამბობს ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი  

ექსპერტების პროგნოზი არცთუ ისე საიმედოა. სპეციალისტები ვარაუდოებენ, რომ ინფლაციის გამო ფასები სხვა პროდუქტებზეც გაძვირდება და  ეს ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას კიდევ უფრო მძმე ტვირთად დააწვება.  ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისზე ანალიტიკოსები სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ერთადერთ გამოსავლად სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებნ, თუმცა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მათ ამის იმედი არ აქვთ. 

გარდაუვალია ქვეყანაში ფასების ზრდა, რადგან ეკონომიკური ხედვა არ არსებობს. შესაბამისად, როცა ტაბლოზე ლარი სამს გასცდება, გაძვირდება ყველაფერი აბსოლუტურად, ამბობს ირაკლი ყიფიანი

როგორც ჩანს წინ მძიმე ზამთარი გველოდება, ხელისუფლებას კი კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა ჯერ მოფიქრებულიც არ აქვს. ორ თვიანი ლოქდაუნის პერიოდში უკიდურესი სიღარიბის პირისპირ დარჩენილი ხალხის მთავარი საზრუნავი ახლა გადარჩენისთვსი ბრძოლაა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შესაძლოა გამოკვების ერთადერთი წყარო პურ-პროდუქტებიც მიუწვდომელი გახდეს. 

წყარო – მთავარი არხი

თეგები: ეკონომიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved