• რეკლამა
  • კონტაქტი
13:05, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაზაფხულზე უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს ვუმასპინლებთ – ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
14:22 01-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფენები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რადგან ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი განვითარების და მათ შორის ტურისტული განვითარებისთვის. პირველი თებერვლიდან, მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ დავუშვათ რეგულარული ფენები, ეს ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ასევე ახალი ავიაკომპანიები, ვინც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლის, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

ახლა მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი.

უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, რა სიახლეები იგეგმება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აქამდეც მოქმედებდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, გარკვეული ქვეყნების ჯგუფები, მათ შორის ნაცვალგების ქვეყნები, საიდანაც უფრო მარტივი იყო შემოსვლა.

ახლა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად მეტად მიმზიდველია, მაგალითად ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, თავისთავად, ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის მიმზიდველია ჩვენთვის ტურისტულად.

ჩვენ ველოდებით, რომ უკვე უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე შევძლებთ, რომ ყველა წესის დაცვით ვუმასპინძლოთ უსაფრთხოდ უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს.

აქედან გამომდინარე, ეს არის ნამდვილად კარგი დადებითი სიახლე. ჩვენ შემდეგ კვირაში გვექნება დიდი ალბათობით შეხვედრა ტუროპერატორებთან, ტურისტულ კომპანიებთან, რათა ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოემზადონ ეს კომპანიები, რომ ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ“

მართალია, მინისტრმა კი თქვა, უფრო დიდი ოდენობით ტურისტს მივიღებთო, მაგრამ არ უთქვანს, რასთან შედარებით უფრო მეტს, არაფერთან შედარებით? არ უთქვამს, ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმით რამდენი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში პანდემიის დროს.

“ალია” შეგახსენებთ, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი პირველ მარტამდე გახანგრძლივდა!

თეგები: ნათია თურნავატურიზმიშეზღუდვები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved