შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი ყველა მედიასაშუალებისგან და მობილური ოპერატორისგან მოითხოვენ, ზუგდიდში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას გათიშონ ლაივ სიგნალი.
“ყველა მედიასაშუალებისგან, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ, მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა, საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ კანონით არსებული ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები