• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გავრცელებული ფაილების მიხედვით, ილია II-მ იგორ სეჩინის შვილს 6-პუნქტიანი წერილი გაუგზავნა

ალია ავტორი - ალია
17:19 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საპატრიარქოს შესახებ გავრცელებულ ფაილების მიხედვით, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის შედგენილია, 2018 წელს ილია მეორემ თავისი სტუმრებისთვის რუსეთიდან, ტიმბერბულაკ კარიმოვისა და ინგა კარიმოვასთვის ​შეადგინა 6 მოთხოვნისგან შემდგარი წერილი. 

წერილი მათთვის საქველმოქმედო ფონის თავმჯდომარეს, ლაშა ჟვანიას უნდა გადაეცა. 

ტიმბერბულატ კარიმოვი რუსეთის ფედერაციის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური მრჩეველი იყო, მისი ცოლი ინგა კი იგორ სეჩინის შვილია. 

იგორ სეჩინი ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარია, მასთან დაახლოებული პირია და პირადად მისი დამსახურებაა, რომ ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. 

გავრცელებულ საიდუმლო ფაილში წერია, რომ მოგვიანებით ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელმაც განუცხადა, რომ წერილში შესატანია შესწორებები. ფაილის ავტორი აღნიშნავს, რომ თეთრუაშვილს არ დაუკონკრეტებია შესწორებების შინაარსი. 

ფაილის მიხედვით, შორენა თეთრუაშვილის თქმით: “უწმინდესი მოტივირებულია და ისეთ განწყობაზეა, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების გზა უკვე გაიხსნა”. 

“აღნიშნული გაიზიარა ლ. ჟვანიამ და განუცხადა, რომ ხსენებული სტუმრები, სხვა პირებისგან იმით განსხვავდებიან, რომ გააჩნიათ ძალიან დიდი გავლენები და შესაძლებლობები (სავარაუდოდ გულისხმობენ ინგას მამის იგორ სეჩინის ახლო კავშირს ვლადიმერ პუტინთან), სურთ პატრიარქ ილია II-ის სურვილის ასრულება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონფლიქტური ვითარების მაქსიმალურად დარეგულირება.
ლ. ჟვანიას თქმით, მოცემულ მომენტში სტუმრები იმყოფებიან გურიის სოფელ ბახვში, სადაც გადაწყვიტეს სახლის შეძენა.

საუბრის დასასრულს ლ. ჟვანიამ შ. თეთრუაშვილს განუცხადა, რომ ვ. პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გაირკვევა, თუ როგორ მოიქცევიან სტუმრები და გაითვალისწინებენ თუ არა ისინი წერილში ჩამოყალიბებულ პუნქტებს”. – წერია ფაილში. 

ფაილები ინტერნეტსივრცეში დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა. 

თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში უსმენდნენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 

წყარო – ფორმულა

თეგები: საქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved