• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავრილოვის ღამის საქმეზე, პირწმინდად გამტყუნდა “ოცნების” ხელისუფლება” – გიორგი მშვენიერაძე

ალია ავტორი - ალია
14:17 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
662

იურისტი, გიორგი მშვენიერაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-ის საჩივრის განხილვის შემდეგ გავრილოვის ღამის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება პირწმინდად “გაამტყუნა”.
ალბათ, ბევრ თქვენგანს გახსოვთ, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე ვსაუბრობდით (ქართული არასამთავრობოები, კრიტიკული მედია, ოპოზიციური პარტიები), ივანიშვილის ძველი თუ ახალი ქოცები როგორ აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ადამიანების თვალის დათხრა იყო კანონიერი და სახელმწიფოს მოქმედება პროპორციული. ეს რომ ტყუილი იყო, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებით.
მაგრამ, რა მინდა გთხოვოთ: ამ პოსტის ქვეშ, იქნებ ჩაყაროთ/დააკომენტაროთ ვიდეოები/განცხადებები, სადაც ბატონო კობახიძე, ბატონი მდინარაძე და სხვები, ამართლებენ გავრილოვის ღამეს პოლიციის ძალადობას. გავიხსენოთ და გავახსენოთ სხვებსაც, როგორ აყრიდნენ ხალხს თვალში ნაცარს.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20-21 ივნისის დარბევების შედეგად დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. დადგენილების დოკუმენტის მიხედვით, 26-ვე მომჩივანმა სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა მოიგო. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 26 მოქალაქის მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. შესაბამისად, სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის 646 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
ამავე დასკვნის მიხედვით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნების წინააღმდეგ დაირღვა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved