• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავყიდე, ხოო, გაინტერესებთ ვის მივყიდე? გაინტერესებთ რატომ გავქრი აქციებიდან?” – ზაზა სარალიძე

ალია ავტორი - ალია
21:45 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

ზაზა სარალიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:

“პირდაპირ გეტყვით, მას მერე, რაც ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა სოციალურ ქსელში, ჩემზე და და ალეკო ხოჯევანიშვილზე, რა მოჰყვა ამას და რა პოსტები მოჰყვა, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, ამ ქალბატონს, საერთოდ არ ვიცნობ. ვინც გაავრცელა ეს კადრები და ვინც დაიწყო ეს ყველაფერი. ამ ვიდეოს მოჰყვა კომენტარები, რომ ზაზა სარალიძემ შვილი გაყიდა, ზაზა სარალიძე გახარიას მიეყიდა, ზაზა სარალიძე ღარიბაშვილს მიეყიდა, ზაზა სარალიძე ივანიშვილს მიეყიდა…

ამ კადრებში რაც ხდება, რაც დევს კონვერტში, ზვიად კუპრავამ კარგად იცის, აქ დევს, იმ პოლიციელთა სახელები და გვარები, ვინც დაისაჯა, სასამართლოზე რომ შეურაცხყოფა მოხდა და პოლიციელებმა თავიანთ უფლებებს გადააჭარბეს… მაშინ იყო შსს-ს გენ. ინსპექციის უფროსი. სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე რაც ხდებოდა, სად ვიყავი, როგორ ვიყავი, ყველას მოეხსენება. მოხდა ხოჯევანიშვილთან შეხვედრა ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით. შსს-ში აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ადამიანური ხელი გამომიწოდა და ადამიანურად მომისმინა. ჩიხში რომ ვიყავი შესული, ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც გულთან მიიტანა ეს ყველაფერი. ძალიან ბევრ ჩინოვნიკს, ბევრ დეპუტატს შევხვდი, ყველას აინტერესებდა მხოლოდ კანონი, სარალიძეს კაციშვილი არ უსმენდა, კაციშვილს არ აინტერესებდა შვილი როგორ მომიკლეს, ყველას ის აინტერესებდა მკვლელები როგორ გამოეშვათ გარეთ. რა მოხდა მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ? ზაზა სარალიძეს გადაუარეს. ხელახლა უნდოდათ ზაზა სარალიძის მოკვლა და ვეღარ მოკლავენ…

ახლა ცდილობენ ჩემი მეორე შვილის მოკვლას, ჩემი შვილი უყურებს ამას ყველაფერს.

გამოვიდეს, გინდა ჟურნალისტი იყოს, გინდა პრემიერი, გინდა პროკურორი, მითხრან ვის მივყიდე შვილი, ამიხსნას ღარიბაშვილმა, ვის მივყიდე მოკლული შვილი. პრემიერის შეგინების მერე… კიდევ ვიტყვი, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება კოვიდით, იმდენი ღარიბაშვილის კისერზე იქნება და იმდენჯერ შევაგინებ. დღეს რომ ბიძაჩემი კოვიდით გარდაიცვალა, ვისი ბრალია? თავისი ბრალია? ჩემ გვერდში გაზრდილი ბიჭი რომ კოვიდით გარდაიცვალა, ჩემი ბრალია? ეს არ არის პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ბრალი? ზაზა სარალიძემ შვილი გაყიდაო, ამითი უნდათ გადაფარონ?

გავყიდე, ხოო, მივყიდე ჩემ მეორე შვილის სიცოცხლეს! გაინტერესებთ? გაინტერესებთ რატომ გავქრი აქციებიდან, იმიტომ რომ მარიამმა პირდაპირ დასვა საკითხი, მარტო ერთი შვილი გყავდა? მეორე შვილს მიკლავდით უკვე. კალანდია დაიჭირეს და არ გესიამოვნათ, მკვლელის დაჭერა არ გესიამოვნათ, თქვენ ხალხი ხართ? რა უნდა გაეკეთებია ზაზა სარალიძეს, იქ უნდა მომკვდარიყო, ეს გინდათ? თქვით და გავაკეთებ, თუ გინდათ. შოთაძე მობრუნდა და ზაზა სარალიძეზე გადატეხეს ყველაფერი. მთელმა უნივერსიტეტმა გაუწია რეკომენდაცია და ისინი ყველანი კაგრი ბიჭები არიან?

მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბოლომდე მიმეყვანა, შვილი დამესვენებია, მეუღლე დამესვენებია, დედა დამესვენებია. სამ ადამიანს დავასახელებ, რომელმაც ჯერ მე გამომიყვანა მდგომარებიდან, მერე მეუღლე გადამირჩინა და მერე შვილი გადამირჩინა – ეს სამი ადამიანია – ნესტან ლონდარიძე, ანა კორკელია და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ბოდიში და ფეხებზე მკიდია ვინ რას იტყვის ამ ადამიანებზე. ესენი ის ხალხია, რომლებმაც ზაზა სარალიძის ოჯახი გადაარჩინეს და ვინ გაიყიდა? აღარც ღმერთი გაქვს, აღარც რჯული?

ამ აგრესიას შეეწირა ჩემი შვილი, შვილებს ერთმანეთის ლანძღვის, გინების მეტს არაფერს არ ასწავლით. რა უნდა ისწავლონ თქვენგან შვილებმა, ღმერთი აღარ გინდათ? ვისთვის გინდათ ეს ქვეყანა? ბოლოს რომ ვიყავი დაკითხვაზე, მე იქ ვერ ვიგრძენი შსს-გან რომ ზაზა სარალიძის განადგურებული ოჯახი აინტერესებდათ, მე იქ ვიგრენი რომ ზაზა სარალიძის გამოყენება უნდოდათ რაღაცისთვის, მაგრამ ვერ ეღირსებიან.

ზაზა სარალიძეს რაც უნდათ ის უძახონ, დათო სარალიძეს ნუ ახსენებენ!”

შეგახსენებთ, აქციებიდან წასვლის შემდეგ, პირველი, ექსკლუზიური ინტერვიუ ზაზა სარალიძემ სწორედ “ალიას” მისცა, ინტერვიუ ძალიან დიდი იყო (6 საათიანი), რომელსაც ზაზამ თავადვე უწოდა “ზაზა სარალიძის აღსარება” და არაერთ ნაწილად დაიბეჭდა. ზაზა სარალიძემ პირველად მაშინ ისაუბრა აქციებიდან წასვლის მიზეზებზე, სადაც ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, სწორედ მარიამ სარალიძის ეს სიტყვები დაასახელა – “ერთი შვილი გყავდათ?” ამ ფრაზას, ნათიაც (ზაზა სარალიძის მეუღლე), თავის ერთადერთ ინტერვიუში, რომელიც ასევე “ალიამ” ჩაწერა, იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მარიამის ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა.

სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძისა და ხოჯევანიშვილის ფარული ვიდეო ვრცელდება – დეტალები
ვის შეწყალებას სთხოვს პრეზიდენტს სარალიძე? – “მაგრამ ამათ არ ვაპატიებ… დათუჩას ძვლები დამეკავებიოს კბილებში” – ზაზა სარალიძე
თეგები: ზაზა სარალიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved