• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის შეწყალებას სთხოვს პრეზიდენტს სარალიძე? – “მაგრამ ამათ არ ვაპატიებ… დათუჩას ძვლები დამეკავებიოს კბილებში” – ზაზა სარალიძე

ალია ავტორი - ალია
22:53 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

ზაზა სარალიძე “ტვ პირველთან” ამბობს”

ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და ახლა ღიად ვიტყვი – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს, იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიოო. რატომ? დღესვე ვაპატიებ, რატომ უნდა ვიწვალო 15 წელი? მე ის ბავშვებიც მეცოდება, გულწრფელად მეცოდება. ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან ყველა, გამოუშვან კალანდიაც, გამოუშვან ეს ბიჭიც, აღარ არის მნიშვნელოვანი, სიმართლე უკვე ითქვა, ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე, ახლა რას იტყვიან აღარ მაინტერესებს.

მაგრამ ფხაკაძეს, გუგუშვილს და იმ დამპალ გამომძიებელ ფიფიას არ ვაპატიებ არაფერს. ღარიბაშვილი და გომელაური კი არა, ვინც გინდა ის მოდით. ვინც გაგიხარდებათ. არავის არ გაპაიებთ ჩემი შვილის და ჩემი ცოლის ხელახალ ცრემლებს.

მე კალანდიას, მენაბდის, ჯანაშიას მშობლების, ესენი პატარა ბავშვები იყვნენ და რა მოხდა იქ, არავინ იცის, მაგრამ მერე უფროსებმა რაც გაკეთეს, ესაა საინტერესო, არამარტო პროკურორებმა, მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა, გადაწყვიტეს, რომ ზაზა სარალიძე გლეხია, ხო? კი, ბატრონო გლეხი ვარ. ჩემი მოკლული შვილის სულს არავის შეგალახინებთ. ხელისუფლებას ვეუბნები პირდაპირ, რომელმაც არ ვიცი. რა გადაწყვტია ამით, რომ გაჰყვირიან, ზაზა სარალიძე გაიყიდაო.

დათუჩას ძვლები დამეკავებიოს კბილებში, არასდროს არავისი მითითებით არ გამიკეთებია, დედაჩემს და მამაჩემსაც არ ვუსმენდი ამ საკითხში არასდროს, ტყუილს ვერ მათქმევინებთ, იმიტომ რომ ტყუილს ვერ იმახსოვრებს ადამიანი, თქვე უპატრონებო, ვერა, დღეს ერთს იძახით, ხვალ მეორეს… ამასობაში ხალხი იღუპება და ვისი მთავრობა ხართ? ან ვისთის გინდათ ასეთი სახელმწიფო, შვილი არ გყავთ? ჩაკეტილ სისტემაში გინდათ ეს ხალხი რომ გყავდეთ?

მივმართავ ქვეყნის პრეზიდენტს, ჩემი შვილის მკვლელობის საკითხში ვინც არის ბრალდებული გამოუშვან, მისცენ საშუალება იარონ, ილაპარაკონ სიმართლე, იმათ ისიც ეყოფათ, რაც დააშავეს. გაცნობიერებულად ვითხოვ. ზაზა სარალიძე დღეს დადის ქვეყანაზე იმისთვის, რომ ადამიანებს მოუწოდოს სიკეთისკენ. არ მაქვს უფლება, ადამიანებს სიკეთის გზა დავანახო და ამ ადამიანებს მკვლელები ვეძახო. ეკლესიურად სულ სხვაგვარად ხდება. არ ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ იცი, როგორ ვგრძნობდი ღმერთის გვერდში დგომას? უღრმესი მადლობა უწმინდეს და უნეტარესს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი ოჯახისთვის.

არა აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენი ხანი იჯდება ციხეში, მაგრამ ვერ ვაპატიებ ამ საქმის გამფუჭებლებს, ვინც მე მაიძულა აქ ჯდომა. ხვალ დადგება 1 დეკემბერი, ის უბედური დღე, 4 წელი გავიდა. დღე, რომელმაც გაანადგურა ჩემი ოჯახი თავიდან ბოლომდე.

ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე, იმ ბიჭების სულშიც ჩავიხედე და მართლა ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ იმათი მშობელი და ვარ მოკლული ბიჭის მშობელი, ჩემმა შვილმა დაამტკიცა, რომ ჩემი ოჯახი არის წმინდა და გლეხი. დათო სარალიძემ ზაზა სარალიძეს აჯობა.

თეგები: ზაზა სარალიძესალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved