გაუთენდა რუსეთს შავი ორშაბათი – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გაუთენდა რუსეთს შავი ორშაბათი. საფონდო ბირჟები ჩამოეშალათ, გახსნასაც კი ვერ ბედავენ. მხოლოდ სამ საათზე გაიხსნებაო და თანაც უცხოელებს აეკრძალებათ რუსულ კომპანიებში მათი წილების გაყიდვა. მხოლოდ რუსები ივაჭრებენ და იმათაც ექნებათ ბრძანება, რომ “ზომიერად” იფაფხურონ. რუბლიც მკვეთრად ეცემა. ეს მხოლოდ დასაწყისია“ – წერს რომან გოცირიძე.
კომენტარები