• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა” – “განტევების ვაცი”, თუ სისტემა? – რა მუხლით დაიწყო გამოძიება შსს-მ და რა კითხვებს უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ?

ალია ავტორი - ალია
14:43 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ექთნის ჯანმრთელობა გუშინ აცრის შემდეგ მალევე დამძიმდა და ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა. პაციენტი დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია გუშინ აცრის შემდეგ განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ ადგილობრივი ექიმის თქმით, მას ჯერ ქავილი დაეწყო, შემდეგ ყელი წვა და შემდეგ უკვე კრუნჩხვა. რამდენად დროულად იქნა ადგილზე მართული პროცესი – ეს ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო კითხვაა, რამდენად ჰქონდა კლინიკას საშუალება, ადგილზე დროულად აღმოეჩინა დახმარება? რამდენად იყო გაფრთხილებული, რომ მზად უნდა ჰქონოდა წამალი? როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი ჰყვება, “სადაც აცრები კეთდება, იქ უნდა იყოს წინასწარ გამზადებული დოზა…” – იყო კლინიკა გაფრთხილებული, რომ შესაძლოა მსგავსი რეაქცია ყოფილიყო? ჰქონდა მზად მედიკამენტი?

ჩვენ გუშინ ყველამ ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის ვაქცინაცია “პირადობების და რაღაცეების” გარეშე, სადაც ასევე ძალიან მარტივად აღგვიწერეს კოვიდვაქცინაცია, მიხვალ, გაიკეთებ და წამოხვალ – ხდება რეალურად დაკვირვება ვაქცინაციიდან 45 წუთის განმავლობაში? როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი ყვება, პირველი 45 წუთია ყველაზე სახიფათოა, მაგრამ ზოგადი დაკვირვება 24 საათის მანძილზეა საჭირო.

ჩვენ ყველამ ვნახეთ 27 წლის ექიმის ინტერვიუ ვაქცინაციის შემდეგ – დაკვირვების ქვეშ იყო ინტერვიუს მიცემის დროს ექიმი, თუ ვაქცინა გაუკეთეს და გაუშვეს?

აი, ამ კითხვებს უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი იმ კითხვასთან ერთად რაც უკვე დასვა! თორემ, კლინიკა თუ არსებული პროტოკოლით მოქმედებდა და თუ ისე მისცეს ვაქცინაციის გაკეთების უფლება, რომ მისი შესაძლებლობა არც კი გადაამოწმეს, ამ შემთხვევაში “განტევების ვაცი” შეგვრჩება ხელთ მხოლოდ და მხოლოდ!

“ალია” კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამასობაში, გამყრელიძის უწყებამ ფანჩატურების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა, რას ვიზამთ, ისე გვაქვს ცხოვრება მოწყობილი, დავსხდებით ფანჯარასთან და ეზოში მოწყობილი ფანჩატურების ხილვით დავტკბებით. არ გვიკვირს, პრინციპში, პანდემიის პერიოდში, იუსტიიციის ყოფილმა მინისტრმა საყვავილეების შესაძენად ათასები დახარჯა და…

ორი ფანჩატურა, ღორღის ბალიშები – “გამყრელიძის უწყება ეზოს მოსაწყობად ტენდერს აცხადებს!”
თეგები: ასტრაზენეკავაქცინაშსსჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved