ყველის გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:
,,რატომ გამოიყვანა 2012 წლის კადრებმა ხალხი მასოურად და რატომ არ აგორდა პროტესტი იგივე თემაზე ახლა???
რა შეიცვალა ამ წლების მანძილზე საზოგადოების ცნობიერებაში ???
ყველაზე საინტერესო მიზეზი
ჩემი აზრით, დღეს ქართველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე პოლიტიკური ბრალდებების მომხმარებელი კი არა, პოლიტიკური ბრალდებების შემფასებელი გახდა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
ადამიანი უსმენს ორივე მხარეს და ფიქრობს:
1 მაჩვენეთ სრული ჩანაწერი.
2 მაჩვენეთ სამედიცინო დასკვნა.
3 მითხარით ვინ იყვნენ თანამშრომლები.
4 გამოიკვლიეთ დამოუკიდებლად.
მერე გადავწყვეტ, რა მოხდა.
სწორედ ამიტომ არის საინტერესო, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც კი არ თქვეს „გაუპატიურება დადასტურდა“.
მათ თქვეს: ბრალდება სერიოზულია და საჭიროა სრული, დამოუკიდებელი გამოძიება.
და ჩემი აზრით, აქ არის მთავარი გაკვეთილი:
დღეს მხოლოდ ძალიან მძიმე სიტყვა
— „გაუპატიურება“, „წამება“, „სისხლიანი რეჟიმი“ და ა.შ. — აღარ არის საკმარისი ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად.
საზოგადოებას სჭირდება დამაჯერებელი მტკიცებულება + ნდობა იმ ადამიანის/ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამ მტკიცებულებას აჩვენებს.
წერტილი
გავაგრძელებ მოგვიანებით
ახლა კი თქვენ მითხარით წყევლა კრილვჰს გარეშე
რატომ არ გამოყავს ქუჩაში ხალხი
სკანდალს ???“











კომენტარები