• რეკლამა
  • კონტაქტი
18:24, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გათავისუფლებული სააკაშვილი რამოდენიმე საათში ეცდება პროტესტის მუხტი აწიოს… საპყრობილეში დაბრუნებით დასრულდება” – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
18:04 11-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიასთან, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო შეწყალებას განიხილავს და ამბობს:
„თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი არაადეკვატურობა გამოავლინა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ ჯერზე გაილაშქრა, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა და მან გარეთ რამდენიმე სააათი გაატარა, თუ უცხოეთში არ გაიქცა, სავარაუდოდ ეცდება, რომ პოლიტიკური პროტესტის მუხტი ასწიოს, შექმნას საპროტესტო განწყობები, მაგრამ ის უკვე ორი წელია ჩამოსულია, ჯერ საპატიმროში იყო, მერე კლინიკაში და მისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი არსად ჩანს.
ამასობაში ენმ-მ ორი ლიდერი გამოიცვალა და მხარდამჭერთა სოლიდარობის ორგანიზება ვერცერთმა შეძლო, ვერც „ვივამედთან” და ვერც რუსთავის ციხესთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახლა სააკაშვილი ბევრისთვის პოლიტიკურად არამომგებიანია. მისმა არაადეკვატურობამ, შარლატანობამ, რომ ხან შიმშილობდა, ხან კვდებოდა, ხან ხმებოდა, მისი ძლიერი მხარდამჭერებიც დაარწმუნა, რომ საქმე არასერიოზულ ადამიანთან აქვს.
სააკაშვილი პოლიტიკაში წარუმატებლობის კომპენსირებას ცდილობს და კიევში ძმისა და ლიზა იასკოს მეშვეობით, მისი ღვინის მარნის გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. თუ სააკაშვილების ღვინის ბიზნესი წარმატებული იქნება, კარგი ინიციატივაა, შეუძლია საპყრობილის დატოვების შემდეგაც, ძმასთან ერთად ამას სათავეში ჩაუდგეს. მას საქართველოში შემოპარვამდე, უკრაინაში ცრუ წარმოდგენები შეუქმნეს და თავადაც აცნობიერებს, რომ მის მხარდასაჭერად და ვითომ დასახსენელად ქუჩაში არანაირი ასი ათასი ადამიანი არ დგას. ეს მორიგი პოლიტიკური ბლეფი აღმოჩნდა.
სააკაშვილი რაღაცასაც რომ შეეცადოს, ეს ძალიან ხანმოკლე პროტესტი იქნება და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ რამდენიმესაათიანი მისი გარეთ ყოფნა, უკან საპყრობილეში დაბრუნებით დასრულდება. მის წინააღმდეგ სხვა საქმეებია, რომლებზეც ვერდიქტი არაა. უკვე გამოტანილ განაჩენზე შეწყალება შესაძლებელია და მიმდინარე პროცესებზე ვერანაირად. მას წინასწარი პატიმრობა დაეწევა, ის რუსთაველზე იქნება, აეროპორტის ტრასაზე თუ, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე.”
თეგები: გია აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved