გამოცემა “ბათუმელები” აქვეყნებს ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამების, რომელიც გასულ წელს დადგეს, ქვედა ნაწილში დამონტაჟებული განათების ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის კაბელები კი – გაშიშვლებული.
გამოცემა შეეცადა პასუხი მიეღო ბათუმის მერიისგან, თუმცა, მათივე თქმით, მერიაში სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს. სმს-ეს შეტყობინებას ქალაქის მერმაც არჩილ ჩიქოვანმაც არ უპასუხა.
პარკის მარცხენა სანაპიროზე, ზოოკუთხის გასწვრივ, დაახლოებით 20 ქვის სკამია განთავსებული. უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო დაზიანებულია, კაბელები კი ღიაა.

ბავშვები თამაშობენ ქვის სკამზე, რომლის ქვეშ დენის ღია კაბელებია.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

კომენტარები