• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გარიგება უკვე მომხდარია. ბეგარა დაწესებულია და დუმილის ფასიც შეთანხმებულია” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
18:38 11-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
—
საპატრიარქოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველ ელიტას აზარტული თამაშების შესახებ კანონი რომ ფეხებზე ეკიდიათ, ამაზე რამდენიმე დღის წინ დავწერე.
თან ნახეთ, როგორი ხარბები აღმოჩნდნენ: ჯერ „მწვავე“ განცხადებები გაავრცელეს, სინოდის შესაძლო სხდომაზეც ალაპარაკდნენ, შემდეგ კი ყველაფერი მიჩუმდა. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სათამაშო ბიზნესთან ურთიერთობები კანონის ხელმოწერამდე მოაგვარეს.
ჰო, 9 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა. ამასთან, 6–7 ნოემბერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კვლავ საჯაროდ აკრიტიკებდა კანონის დაჩქარებულ მიღებას. დააკვირდით პატრიარქამდე აწეული კრიტიკის თამასა კვლავ ჯაღმაიძემდე დაიშვა. არანაირი ვარაუდი ამაზე არ გიჩნდებათ? მე კი.
და, დღეს კანონი უკვე ძალაშია. ახლა რაღა დარჩენიათ? ბიძინას მოუწყობენ ობსტრუქციას? სახის შესანარჩუნებლად, ჰა, იქნებ სინოდიც ჩაატარონ, თუ საქმე საქმეზე მიდგა.
მაგრამ ჩემი ეჭვი უცვლელია: გარიგება უკვე მომხდარია. ბეგარა დაწესებულია და დუმილის ფასიც შეთანხმებულია. დიახ – ეს ჩემი შეფასებაა. ახლა ვიღაც მეტყვის: რა იცი, ფაქტი დადეო! იმის არ იყოს, წლების წინ დეკანოზმა გალდავამ სასულიერო პირების რუსეთის სამსახურში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი – „ქსივა“ მე რომ მომთხოვა. ამ დროს ზოგიერთს შუბლზე პუტინი ახატია, ზოგს – ორთავიანი არწივი, შედარებით დაბალი რანგის მსახურებს კი კეფაზე ზოგს РПЦ აწერია და ზოგს ФСБ. რასაკვირველია, ეს მეტაფორაა, მაგრამ მეტაფორასაც ხომ თავისი საფუძველი აქვს?
ახლა დავუშვათ, რომ ვცდები და საპატრიარქო სათამაშო ბიზნესთან არ გარიგებულა. მაშინ სად არის მათი პრინციპულობა? სად არის თანმიმდევრულობა? სად გაქრა ის განგაში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ატეხეს?
ამათ გაუბედურებული ადამიანები ფეხებზე ჰკიდიათ.
ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანი აღსარებაზე რომ მივა და სულის კანკალით იტყვის, მარხვაში ხორციანი ღვეზელი მომაწოდეს და შევჭამეო, შეიძლება ასი მეტანია გააკეთებინონ. თავად კი ორაგულის ხინკლით გამაძღრები ზნეობასა და ქრისტიანულ სათნოებებზე იქადაგებენ.
ახლა „კრებები“ გამახსენდა. ნამახვანთან დაკავშირებით მაშინდელი მოსაყდრისა და ახლანდელი პატრიარქის მონაწილეობაც. კაზინო „შანგრილას“ ისტორიაც წინა პოსტში ვახსენე. სხვადასხვა ამბავია, მაგრამ ჩემთვის ერთი და იგივე კითხვა აერთიანებს: სად მთავრდება სარწმუნოების დაცვა და სად იწყება პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების მომსახურება?
ჰოდა, ასე გააგრძელეთ, ქრისტეს ამოფარებულებმა, ადამიანების გაუბედურების მიმართ გულგრილობა. ამ კანონზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მაგრამ საპატრიარქოდ წოდებული კანტორაც ვერ გაექცევა მორალურ პასუხისმგებლობას, აზარტული თამაშებით გამოწვეულ ადამიანებისა და ოჯახების გაუწარებაზე.
და თუ ჩემი ეჭვი გარიგებაზე მცდარია, ძალიან მარტივი გზით შეგიძლიათ მისი გაქარწყლება – გააგრძელეთ პროტესტი, მოითხოვეთ კანონის შეცვლა და საზოგადოებას აუხსენით, რატომ დადუმდით. ჯაღმაიძის კრიტიკა არ გაიშვას…
თუმცა მეც ვარ რა… მთავარი უკვე მიიღეს და დანარჩენი უბრალოდ აღარ აინტერესებთ.“

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved