• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარეთ ხალხს ქოლავენ და გომელაური და ლილუაშვილი დმანისის პოლიციაში სხედან… სად არის პოლიცია? – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
19:58 05-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა “ტვ პირველთან” ამბობს:

“გამაოგნებელ რაღაცეებს ვუყურე დღეს… 20 მდე ადამიანი ერთ წაქცეულ ადამიანს სცემდა და პოლიციელი მისერნობდა… გეგონება პუტკუნების გადაცემიდან მიიყვანეს ის ხალხი… 9 წელია ხელისუფლებაში არიან, საშინელება რაც გუშინ ვიხილეთ, ასი რომ ასე არ დამთავრდებოდა, ამას ხომ უნდა მიმხვდარიყვნენ? სად არის პოლიცია?

ერთი გიორგი მუმლაძის დასაკავებლად, მეზობელ რაიონში, მარნეულში, გაცილებით მეტი პოლიელი იყო.

მთელი კაკაფონია იმაზე, ეთნიკურ ნიადაგზე ნუ გადაიყვანთო… კი, ბატონო ყოფით ნიადაგზე დაიწყო, მაგრამ თუ ხელისუფლება უმოქმედოდ იქნება, გადავა ეთნიკურ დაპირისპირებაში. ყოფით ნიადაგზე დაიწყო “არაბული გაზაფხული”, როდესაც კომბოსტოს გაყიდვას უკრძალავდნენ საჯარო ადგილას ახალგაზრდა ბიჭს ტუნისში, რომელმაც მერე სიმწრისგან თავი დაიწვა… არ დაიჯეროთ რომ ყოფითია, ეს არ არის ყოფითი, საიდან გაჩნდა იქ ნავარჯიშევი მუტრუკები? ეს არის ის ხალხი, რომლებიც ოქრიაშვილს იარაღს ესროდნენ… ეს არის ერთობლიობა ქართული ოცნების მართვის. სადაც საჭიროა ლეგიტმური ძალის გამოყენება… ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში, 100 კაცი მაინც იქნებოდა დაკავებული, როდესაც სახემწიფოებრიობის საკითხი დგას, ყველა საკითხი გვერდზე გადადის. ხელისუფლება მოვალეა გაანეიტრალოს საფრთხე, რომელიც ადამიანებს ემუქრებათ. საკმარისი ძალა აქვს, საკმარისი ბიუჯეტი პოლიციას, რო იმოქმედოს და არ იყოს იქ მაჩანჩალა ლამპარივით. სად არის სპეცრაზმი? მარტო ნაციონალებს უნდა სცემდეს ხელისუფლება. სად არის მელიას დასაჭეარად რომ მოიყვანეს ის ჯარი? 20 ივნისს ხელისუფლებამ გაჩერებულ ხალხს ესროლა და აი აქ, 20 კაცი როცა ერთს ქოლავს, პოლიციელი მისეირნეობს? სადამდე უნდა ველოდოთ?

აქამდე თუ მოვიდა სურათი, გუბერნატორი, პოლიციის უფროსი და ყველა გასაყრელებია იქედან. დმანისი ბოლომდე მოძულებული და დავიწყებულია ხელისუფლებისგან. გვაშინებენ, არიქა, იქ არ ჩავიხედოთ, თორემ, მერე ეს ეთნიკური იქნება. არავის უხსენებია ეთნიკურობა გარდა ხელისუფლებისა, მარტო ხელისუფლება ლაპარაკობს ამაზე. დღეს რაც ხდება არის ის, რომ ბატუტზე ხტომის მეტი არაფერი იცის მინისტრმა, შს მინისტრის საქმე, მხოლოდ ივანიშვილის სასახლეების და ქონების დაცვაა და შსს-ს და სუს-ის საქმე მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნაა.

ახლა სხვა არანაირი ალტერნატივა არა გაქვს, ან ხარ სახელმწიფო და ათავებ მოძალადეს ადგილზე, ან არ ხარ სახელმწიფო და ამ ქვეყანას აქცევ ტერიტორიად, სადაც შეიძლება მოქალაქეს ასე გაუსწორდნენ. როდესაც ხანძარია, უნდა ჩააქრო და მერე იძიე რამდენიც გინდა. სად არის პოლიცია? სპეცრაზმი გადმოვიდა ავტობუსიდან თითო-თითო კაცი, იმის ნაცვლად, რომ ჯებირი მოეწყოთ. ჩავიდნენ და სხედან იქ, რას მოგვიტანს დმანისის პოლიციაში ჯდომა? ეს არის პიარი ისევ, საღამოს, მათმა მაყურებელმა მათივე ტელევიზიით რომ უყურონ, როგორ სხედან შსს და სუს-ის მინისტრი ცხელ წერტიში. გარეთ ადამიანებს ქოლავენ და ესენი იქ სხედან. როგორ შეიძლება ეს ერთი დღის სურათი იყო? ორივე დაპირისპირებულ მხარეს თავისი სიმართლე აქვს და ორი სიმართლე ერთმანეთს რომ ეჯახება, უბედურება ხდება, ეს უნდა ესმოდეს სახელმწიფოს.”

თეგები: გიგი უგულავაგრიგოლ ლილუაშვილივახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved