არსებული ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული ერთ-ერთი პატიმარი ნიკა თოიძეა, დანარჩენი დაკავებულების ვინაობა უცნობია, თუმცა არსებული ცნობებით, ერთ-ერთ მათგანი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდიდა სასჯელს, მესამე კი ქურდობისთვის.
ნიკა თოიძე 2021 წელს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი დაჭრისთვის დააკავეს. თოიძემ არასრულწლოვანი გულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გავრცელებული ცნობით, ნიკა თოიძეს 1 წელი ჰქონდა დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდამდე.
შეგახსენებთ, რომ კლინიკიდან ბადრაგს სამი პატიმარი გუშინ გაექცა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამივე მათგანი დაკავებულია,
გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის უფროსი – 37 წლის ივერი ნატრიაშვილი.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები