• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაოგნებული დავრჩი… მე მივხვდი, როგორი დასაცინი გავხდებოდი, იმიტომ რომ მე მისი მხარდამჭერი ვიყავი…” – ბესო ზანგური

ალია ავტორი - ალია
19:14 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
725

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება, მსახიობი ბესო ზანგური

– თქვენმა ადვოკატმა თქვა, აღვადგენ თეატრში აუცილებლადო, არ იქნება რთული, ამ ყველაფრის შემდეგ, თეატრში დაბრუნება? ვგულისხმობ, ბრძანების დაწერას და შენი ყველა როლიდან მოხსნას.

– არა, თეატრს არ დაუტოვეს სხვა გზა. სიმართლე რომ გითხრათ, თეატრს ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მე თავად არ დავდგებოდი სცენაზე, სანამ სრულად არ დამტკიცდებოდა ჩემი უდანაშაულობა. თეატრმა ეს განცხადება გააკეთა, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მომიწოდა, დავტოვო თეატრი, თანაც სასწრაფოდ! არადა, მთელ სოციალურ ქსელში, მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც მიულოცა თეა წულუკიანს კულტურის მინისტრად დანიშვნა და მართლა გულწრფელად გამიხარდა. ჩემი ადვოკატი რასაც დაგეგმავს, მთლიანად ვეთანხმები და ვიზიარებ, ის პროფესიონალია და შესანიშნავად იცის მისი საქმე. აუცილებლად გვექნება მჭიდრო კავშირი გამოძიებასთან, ყველა დაინტერესებულ უწყებასთან და მათ შორის საზოგადოებასთანაც. დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, ჩვენი ინტერესია, პირველ რიგში სიმართლის დადგენა და ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანთ საქალაქო სასამართლოშიც, მოვითხოვთ სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების უარყოფას, მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რაც მთავარია, თუკი ეს ცილისმწამებლები, ვერ დაამტკიცებენ იმას, რასაც მაბრალებენ, მერე უკვე მათვე შეუბრუნდებათ ეს საქმე.

– მე მახსოვს, გარდა იმისა, რომ მიულოცე თეა წულუკიანს, ამბობდი, მკაცრი ხელი აუცილებელიაო, თუმცა, იქვე დასძინე, ოღონდ ეს მკაცრი ხელი სამართლიანიც უნდა იყოსო. არის დღეს მინისტრი სამართლიანი?

– კი, ასე ვთქვი. კულტურის სფერო არის სენსიტიური, ძალიან რთულია ამ სფეროს მართვა, სხვანაირი ადამიანები ვართ, ცოტა მოწყვეტილები ვართ სამყაროს, ამიტომ გვეძახის ზოგი გიჟს… იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებივით არ უნდა გველაპარაკოს. გაოგნებული დავრჩი, განა მისი განცხადების გამო დავრჩი გაოგნებული, მე მივხვდი, როგორი დასაცინი გავხდებოდი, იმიტომ რომ მე მისი მხარდამჭერი ვიყავი. ალბათ, სხვა გზა არ ჰქონდა და ასე უნდა ეთქვა, არ ვიცი. მე ვფიქრობ, მინისტრს არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა, დაარღვია ამ განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმცია. მინდა, არ მინდა, მომწონს, არ მომწონს , ქალბატონი თეა, ფაქტი ერთია, მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და მომიწოდა თეატრის დატოვებისკენ.

ქმარს რომ ეუბნები, რომ სახლში ხარ და ამ დროს ღამის კლუბში „ტუსოვკაზე“ ხარ ბათუმში, ეს არ არის ღალატი? – ბესო ზანგური
თეგები: ბესო ზანგურითეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved