“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას 3 ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება:
ჩვენ გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ პარტია “ქართული ოცნების” მოულოდნელი გადაწყვეტილებით, რომ ცალმხრივად დაარღვიოს 19 აპრილის შეთანხმება და გამოვიდეს შარლ მიშელის შეთანხმებიდან.
ეს გარდამტეხია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთერთობებში, შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის გამარტივებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემა ან პარლამენტში ძალაუფლების განაწილება.
“ქართული ოცნების” განცხადების საწინააღმდეგოდ, რომ შეთანხმებამ უკვე შეასრულა თავისი მიზნები და, შესაბამისად, მიაღწია თავის საზღვწებს, მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ეპიზოდურად, – წერია განცხადებაში.
კომენტარები