• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განვახორციელებთ ტრამპის გეგმას” – ნეთანიაჰუ

ალია ავტორი - ალია
18:03 05-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ჰამასი სრულად არ განიარაღდება და პალესტინის ტერიტორია ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ არ მოექცევა.

ნეთანიაჰუმ სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ “ამ კამპანიის დასრულების შემდეგ, ღაზას სექტორის მთელი ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება”.

იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ლიდერმა გარკვეული პირობები დაასახელა, რომლებზეც დაყრდნობით ომი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, შეიძლება დასრულდეს:

“მზად ვარ, დავასრულო ომი, მაგრამ მკაფიო პირობებით, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: ყველა მძევალი სახლში უნდა დაბრუნდეს, ჰამასმა უნდა ჩააბაროს იარაღი და დატოვოს ხელისუფლება” – თქვა ნეთანიაჰუმ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის ხელმძღვანელობა უნდა გავიდეს ღაზადან და ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სექტორი იარაღისგან სრულად თავისუფალი იყოს. ნეთანიაჰუს თქმით, როდესაც ეს პირობები შესრულდება, ისრაელი გადადგამს შემდეგ ნაბიჯს და გააგრძელებს დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის რეალიზებას ღაზას მომავლისთვის:

“ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას – ეს არის კარგი გეგმა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას გულისხმობს. ეს გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს: ღაზას მცხოვრებლებს, რომლებსაც წასვლა სურთ, შეეძლებათ წასვლა”.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ჰამასთან მძევლების გათავისუფლებისთვის დროებითი ზავისთვის მზად არის. მისი თქმით, ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, ჰამასის ტყვეობაში მყოფ 58 მძევალს შორის ცოცხალი მხოლოდ 20-მდეა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved