• რეკლამა
  • კონტაქტი
23:39, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განცდა მაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ” – გოჩა ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:16 11-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი ბათუმის სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ბათუმის სტადიონზე განვითარებულმა მოვლენებმა ჩემში, გაბრაზებისა და აღშფოთების ნაცვლად, უცნაური თანაგრძნობა, მომავლის შიში და დაუცველობის განცდა გააჩინა.

უნებლიეთ გამახსენდა ბავშვობის ზღაპრის ბაქია კურდღელი და ის მამალი, საკუთარ ეზოში რომ ყოყლოჩინობს, სუსტებს ბიბილოზე ექაჩება, ხოლო ძლიერის გამოჩენისას ყივილიც ავიწყდება.

რას გვეტყოდა მაკიაველი მმართველზე, რომელიც სიმტკიცეს მხოლოდ სუსტებთან ავლენს, ძლიერებთან კი საკუთარი ავტორიტეტის დაცვა უჭირს?

ბათუმის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა არა იმდენად ცალკეული პოლიციელების მოქმედებაზე, რამდენადაც სახელმწიფოს ინსტიტუციურ მზადყოფნასა და კრიზისების მართვის უნარზე. ეს ინციდენტი ხომ ძალიან დიდი ალბათობით იყო პროგნოზირებადი, მეტი ვერ შევძელით? ან რატომ დავთანხმდით ჩვენს სტადიონზე გამართულიყო ეს მატჩი? „დიფ-სტეიტმა” დაგვაძალა?

სახელმწიფოს სიძლიერე უპირველეს ყოვლისა, იმითაც ფასდება, რამდენად მდგრადია მოულოდნელი გამოწვევებისა და გარე მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ. წყალდიდობა იქნება, მეწყერი, პოლიტიკური პროვოკაცია, საერთაშორისო ინციდენტი თუ ათასი ჯურის სხვა კრიზისი – მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის უკან დგას კომპეტენტური, წინდახედული და ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც საფრთხეების წინასწარ შეფასება, მათი პრევენცია და კრიზისზე პროპორციული რეაგირება შეუძლია.

ეს მაფიქრებს ყველაზე მეტად: რამდენად დაცულები ვართ, როდესაც მორიგი, შესაძლოა გაცილებით სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით? რადგან, ეს არაა ბანალური და არც ერთჯერადი და ნულოვანი განვითარების ინციდენტი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

სახელმწიფო გაცილებით დიდი ცნებაა, ვიდრე მისი დროებითი მმართველები. მისი ავტორიტეტი არც სუსტის მიმართ სიმკაცრით იქმნება და არც ძლიერის წინაშე დათმობით. იგი კომპეტენტურობით, კანონის უზენაესობით, მისი თანაბარი აღსრულებით, პასუხისმგებლობითა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით მტკიცდება.

ამიტომ ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული, ხოლო სიბრალულზე მეტად მომავლის შიში გააჩინა.

უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? არც ვინმეს განკითხვისთვის ან დამუნათების, ან ნიშნის მოგებისთვის ვამბობ, მაგრამ განცდა მაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს“- წერს გოჩა ჯავახიშვილი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved