• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის არის დიდი სიხარული, ჩვენი სამშობლო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა” – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
15:00 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ჩვენი სულიერი გადარჩენის დასაწყისი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა და მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა.

„დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ჩვენი სულიერი გადარჩენის დასაწყისი. დღეს უნდა ვხარობდეთ, რომ დაიბადა ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც უნდა გამხდარიყო შემდეგ ხიდი ღმერთსა და ადამიანს შორის.ეს არის დაწყება იმ უფსკრულის გადალახვისა, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის იყო, განკაცების მომენტიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს კიდევ უწოდებენ მაცხოვრის განკაცების კარიბჭეს. ასეთი ადამიანი დაიბადა დღეს. მისი შობა გახლავთ წყარო სიხარულის, ნუგეშის, რადგან მისი სახით უფალმა მოგვმადლა კაცობრიობას ის, ვის წინაშეც მუხლს იდრეკს უამრავი ადამიანი, ვისადმი ლოცვაშიცდაღვრილან და იღვრება ცრემლის მდინარეები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც დედა, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვისრულებს მას, გვმფარველობს. განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის არის დიდი სიხარული, რომ ჩვენი სამშობლო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.


შეგახსენებთ მის მიერ წარმოთქმულ შესანიშნავ სიტყვებს, საგალობელში იგი თავის თავზე ამბობს, რომ ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმა ჩემმა ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. აქ ჩანს მთელი მისი სიცოცხლე, რომ იგი ადიდებს ღმერთს, მისი სული ადიდებს ღმერთს სიყვარულისთვის, უფლის სიბრძნისთვის, შემოქმედებისთვის, მფარველობისთვის, განგებულობისთვის, ყველაფრისთვის ადიდებს, მიუხედავად იმ ტანჯვის, განსაცდელისა და მწუხარებისა, რაც მან დაითმინა იესო ქრისტეს ჯვარცმის ჟამს და განიხარა სულმა ჩემმა ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. სიხარულზე საუბრობს ღვთისმშობელი. ეს მის განწყობაზე მეტყველებს, რომ მას აქვს მუდამ ეს სიხარული, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენი დედა ხედავს ჩვენს უღირსებასაც, ცოდვებს, ნაკლოვანებებს და სტკივა გული, ინარჩუნებს ამ სიწმინდეს და ჭვრეტს უმაღლეს ზეციურ სიწმინდეს, იხარებს მისი სული უფლის მიმართ ანუ უფლის მაცხოვარების გამო, მისი ძის გამო, რომ იესო ქრისტემ ნებსით ჯვარცმა დაიტია ჩვენი ცხოვრებისთვის. ეს არის ძალა ღვთისმშობლისა, რის გამოც აქვს ასეთი გავლენა ჩვენს სულებზე. ჩვენ შეიძლება, ვთქვათ, ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, ყოველთვის ადიდებდეს მისი სული უფალს და იხარებდეს ღვთის წინაშე“, – განაცხადა მეუფე შიომ.


ამასთან, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიულოცა.„უფალს ჩვენ ყველანი ვუყვარვართ, უფრო მეტად, ვიდრე ჩვენს მშობლებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვუყვარვართ და ყველას წინაშე, ყველას გამო გვშუამდგომლობს ღვთის წინაშე. ხშირად გვწყურია სიხარული, გვწყურია ეს სიწმინდე, ღვთაებრივი სინათლე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენივე ცოდვების, უღირსობის გამო, ხელს ვუშლით, ვაბრკოლებთ, რომ ეს სიხარული და სინათლე ჩვენში შემოვიდეს.


ამიტომ ამ დიდებულ დღეს ჩვენ შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია განსაცდელებისგან, გააძლიეროს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მივულოცოთ ყველამ ერთად მას და მადლობა ვუთხრათ მისი ღვაწლისთვის. ჩვენი ოჯახები დაიფაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და შეგვეწიოს, დავამარცხოთ ყოველივე უღირსება, რაც ჩვენშია“, – განაცხადა მეუფე შიომ.


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

თეგები: მეუფე შიო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved