• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განყოფილებაში ცემის ძველი საბჭოთა ტრადიციის აღდგენასაც ბევრი აღარაფერი დაუდგება წინ… ახლა ქალაქი უნდა ზანზარებდეს” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:19 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“განყოფილებაში ცემა” იყო საბჭოთა მილიციის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. ჩემს ახალგაზრდობაში ბიჭებმა კარგად ვიცოდით, რომ თუ დაგიჭერენ და განყოფილებაში წაგიყვანენ, ესე იგი გცემენ. რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, ან გარემოებათა დამთხვევა, ან ნამეტნავად ჰუმანური მილიციონერი უნდა შეგხვედროდა, რომ ერთი-ორი მაინც არ წამოერტყათ. ეს აღიქმებოდა იმდენად ბუნებრივად და ლამის დაკანონებულ წესად, რომ არც არავინ აპროტესტებდა სერიოზულად.

ეს დაუწერელი კანონი უცვლელად გადმოვიდა პოსტსაბჭოთა ეპოქაში და 90-იანი წლების პოლიციაში, სადაც ზუსტად იგივე გრძელდებოდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს პრაქტიკა პრაქტიკულად ამოიძირკვა. წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტი არაერთი იყო, მაგრამ “განყოფილებაში”, ანუ სასამართლო გადაწყვეტილებამდე, წინასწარი დაკავების დროს ცემა აღარ ხდებოდა. გამონაკლისი იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, როგორც მაგალითად მურმან დუმბაძის თუ დაჩი ცაგურიას შემთხვევებში.

ხელისუფლების ცვლის და ქართული ოცნების მოსვლის შემდეგაც ამ მხრივ თითქოს არაფერი შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში განყოფილებაში ცემის ამბავი მე არ გამიგია. შეიძლება ცალკეული ფაქტები იყო, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, რაღაც ხმაური მაინც აიწეოდა და შეუძლებელია არ გამეგო.

ახლა კი, ასე თავხედურად შშმ პირის ცემა კამერების თვალწინ, არის პრეცედენტული მნიშვნელობის საქმე. ეს თუ ერთს შერჩა, მეორეც ჩაიდენს იგივეს და განყოფილებაში ცემის ძველი საბჭოთა ტრადიციის აღდგენასაც ბევრი აღარაფერი დაუდგება წინ. ისედაც საბჭოთა საქართველოს ჩინური ვერსიისკენ მივდივართ, რასაც ზოგადად ვუყურებ და ვუსმენ, მაგრამ მაინც.

ამიტომ ეს ვირგლა პოლიციელი ხომ უნდა დაისაჯოს და მაქსიმალური სასჯელი გაედოს, და, გარდა ამისა, თუ ვინმე გამოვა გამპრავებლური ბოდვით და ნაცებისკენ გაიშვერს თითს (რაღაც მსგავსი ვეჭვობ აუცილებლად მოხდება თუ უკვე არ მოხდა), იმათ ხელისუფლების შეცვლის მერე სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ საჯარო სამსახურში და ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა.

ეჰ, წესით ახლა ქალაქი უნდა ზანზარებდეს ისეთი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ცალკე კოვიდმა და ცალკე ამ ფუჭმა მიტინგობანამ არაქათი გამოგვაცალა სრულიად და არაფერზე აღარ ვრეაგირებთ სათანადოდ.”

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved