• რეკლამა
  • კონტაქტი
21:54, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განმეორდება თუ არა “დენდროლოგიური პარკის ეფექტი”? – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:52 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“გაჭირვებულ ცხოვრებაში ყველა რომ ეკონომიკის ექსპერტია, ასე მოგვდის პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ჯანდაცვის ექსპერტად ვიქეცით. ამიტომ ჩემს “ექსპერტულ” მოსაზრებასაც მოგახსენებთ.

რა შეიძლება მოხდეს შემოდგომაზე? დამნაშავე მთავრობა რომ იქნება, ეს ისედაც ნათელია, თუნდაც მომავალი კვირიდან ყველანაირი შეზღუდვების ფაქტობრივად გაუქმების გამო.

დავთვალოთ: კორონავირუსი დღევანდელი მონაცემებით გადაიტანა 360 ათასმა ადამიანმა. დავუშვათ, ერთმა ამდენმა ისე გადაიტანა, რომ ვერ მოხვდა ოფიციალურ აღრიცხვაში. ესეც 720 ათასი. დღეისათვის ერთი აცრა გაკეთებული აქვს 330 ათას ადამიანს და ჩავთვალოთ რომ სექტემბრამდე მეორეჯერაც აიცრებიან. დავამრგვალოთ ესეც 360 ათასამდე. გამოდის, რომ შემოდგომას დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი შეხვდება გამომუშავებული იმუნიტეტით (დეტალებში არ შევდივართ, თუ რამდენად შეუნარჩუნდათ მათ, რომლებმაც მრავალი თვის წინათ გადაიტანეს). ამას დავუმატოთ ივლის-აგვისტოში სავარაუდოდ ერთჯერადად აცრილი 500 ათასი ადამიანი. გამოდის, რომ შემოდგომის დასაწყისში მეტნაკლებად დაცული იქნება 1,6 მილიონი კაცი. საკმარისია თუ არა ეს, რომ ვიყოთ მშვიდად? რა თქმა უნდა არა, თუ დავაკვირდებით იმ მოვლენებს, რაც ამაზე გაცილებით მეტად ვაქცინირებულ ქვეყნებში ხდება.

განმეორდება თუ არა შარშანდელი “დენდროლოგიური პარკის ეფექტი” ( 80 ათასმა ადამიანმა მოინახულა ზაფხულის მოკლე პერიოდში)? არ ვიცი. დღევანდელი გახსნილი საზღვრებით (განსაკუთრებით რუსეთთან, სადაც უტევს ინდური შტამი), დიდი ალბათობით მეოთხე ტალღა საკმაოდ მძლავრად იფეთქებს, თუმცა, იმუნიტეტის მქონეთა საკმაო რაოდენობა, ალბათ მდგომარეობას შეარბილებს შარშანდელთან შედარებით.

მდგომარეობის სიმძიმე დამოკიდებული იქნება მთავრობის ქმედებებზე და ჩვენს თვითშეგნებაზე. ახლა ვხედავთ, რომ მთავრობის მხრიდან სრული უმოქმედობის სტადიაში გადავდივართ და ამით რატომღაც ყველანი ბედნიერები ვართ.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved