• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განადგურებული სტრატეგიული ობიექტები ყირიმში და რუსეთის “მუქარა” – “რუსები მასობრივად გარბიან ნახევარკუნძულიდან”

ალია ავტორი - ალია
01:46 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,792
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
9 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:
– ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.
დღეს დილით თანამგზავრულმა ფოტოებმა დააფიქსირა, რომ რუსული სამხედრო ავიაცია თავის სატვირთო ნაწილებთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა (ფოტოს უკრაინის რადიო თავისუფლება ავრცელებს). შემდგომ კი საბრძოლო მოქმედების ყველაზე ახლო არეალიდან 250 კილომეტრში მდებარე აეროპორტზე აფეთქებების სერია დაიწყო. მინიმუმ 15 სხვადასხვა აფეთქება მოხდა, რასაც შემდგომი დეტონაციაც მოჰყვა. რეალურად, საკის აეროპორტი სრულად გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებებს.
რუსების მუქარა, რომ თუკი ყირიმს დაბომბავდა უკრაინა მწარედ უპასუხებდნენ ცხადია რომ თავიდანვე ფუჭი იყო და სინამდვილეში არც არანაირი დამატებითი პასუხის საშუალება აღარ აქვს რუსეთს – ამიტომ, როგორც “კეთილი ნებით” დაიხიეს უკან უკრაინული ქალაქებიდან ასეთივე “შემთხვევას” აბრალებენ ნოვოფედოროვკას აეროპორტის განადგურებაც. სხვათა შორის “მოსკოვის” ჩაძირვისასაც ზუსტად ამავეს საუბრობდნენ კრემლში. თუმცა ახლა მთავარი ის კი არ არის რას ისაუბრებს რუსული პროპაგანდა, არამედ ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე შემტევი პოტენციალის მქონე სამხედრო აეროპორტი აღარ არსებობს, ხოლო მისი საწყობები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაო მანძილითაა დაშორებული და შემთხვევას ყველა მათგანის აფეთქება არ შეეძლო (არადა როგორც ჩანს აღარცერთი მათგანი აღარ არსებობს).
ზუსტად რისი მეშვეობით მოხდა აეროპორტის განადგურება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავისი სიზუსტიდან და სიშორიდან გამომდინარე თუკი მართლაც გარედან მოხდა მისი განადგურება მაშინ არაა გამორიცხული ATACMS ტიპის რაკეტები უკვე ადგილზეც კი იყოს. თუმცა შეიძლება ATACMS-ის ნაცვლად ისეთი რაკეტებიც იყოს გამოყენებული, როგორიცაა Грім, რაც უკრაინულ შეიარაღებაში 2019 წლიდან ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს. თუმცა დაშვების დონეზე იმის შანსიც არსებობს რომ ბომბდამშენიდან გასროლილი ფრთოსანი რაკეტებს ჩაეღწიათ ყირიმამდე (თუკი მათ შეიარაღებაში ისე მიიღეს ისინი – თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში – რომ საჯაროდ არსად თქმულა).
ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა ყირიმში. რუსები მასობრივად გარბიან ნახევარკუნძულიდან. რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე საცობებია. პანიკაა სევასტოპოლშიც, რადგან შემდგომი სამიზნე ლოგიკურად სწორედ სამხედრო-საზღვაო შტაბები იქნება ამ მიმართულებით.
– დღესვე დაიბომბა რუსეთის მიერ ოკუპირებული ჰენიჩესკის სამხედრო საწყობები ზაპორიჟიას რაიონში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საწყობები 150 კილომეტრითაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან და ზედ ყირიმის ნახევარკუნძულს ემიჯნება. შესაბამისად, რისი საშუალებითაც განადგურდა რუსული პოზიციები ჰენიჩესკში მას შეეძლო და შეუძლია მისწვდეს ყირიმსაც.
– დონეცკის რაიონში რუსებმა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სოლედარში, გარეუბნისაკენ შეღწევა მოახერხეს. რუსულ რეგულარულ ნაწილებთან ერთად აქტიურად მუშაობს “ვაგნერიც”, რომელიც ომის დანაშაულებითაა ცნობილი. აქვე არიან ჩრდილოკავკასიური ნაწილებიც. ქალაქს სიმაღლეებიდან ურტყამს არტილერია და მძიმე ტექნიკაც. როგორც ჩანს ქალაქში დიდი ურბანული ბრძოლები წარიმართება თუკი მისი ევაკუაცია არ განახორციელეს უკრაინელებმა. აღსანიშნავია, რომ ევროპის კონტინენტზე მარილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადოები სწორედ სოლედარშია. ქალაქში ომამდე 11 ათასი მოსახლე ცხოვრობდა.
– ხარკივის რაიონში უკრაინული არტილერია ინტენსიურ იერიშზეა გადასული. ერთდროულად იბომბება იზიუმი-დოლინა-სლავიანსკის გზა და ქალაქი ხარკივი-რუსეთის საზღვრის ტერიტორია, საიდანაც რუსები ქალაქზე იერიშებს ცდილობენ. უკრაინელებმა ჩართეს მოდერნიზებული БМ-27 Ураган, რომლითაც რუსული პოზიციები განმეორებითა იბომბება. 93-ე ბრიგადამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ ნაწილებს.
– კვლავ აქტიურია ჰაიმარსები ხერსონის რაიონში. ნოვა კახოვკა და ქალაქი ხერსონის შემოგარენი უკრაინელთა აქტიური სამიზნეს წარმოადგენს. ისინი არამხოლოდ ხიდებსა და რკინიგზას, არამედ დროებით ყაზარმებსა და შტაბებსაც ბომბავენ.
– ბელორუსში ლუკაშენკას მიერ გაყალბებული არჩევნებიდან 2 წელი გავიდა. იგი დღემდე ამტკიცებს, რომ თუკი მას მოაშორებენ რუსეთი ბელორუსსაც შთანთქავს. მისმა ნაბიჯებმა ნამდვილად დააყენა ბელორუსი ამ საფრთხის ქვეშ, თუმცა სინამდვილეში არც ის იქნება გამორიცხული სწორედ უკრაინაში მარცხის შემდეგ ბელორუსის ჯერი დადგეს, ოღონდ არამხოლოდ რუსეთის მხრიდან, რომელსაც მთელს ბელორუსულ სამხედრო სისტემაში წარმოუდგენლად ღრმა აგენტურული ქსელი ჰყავს, არამედ უშალოდ თავისუფალი ბელორუსის ლეგიონერთა მხრიდანაც, რომელსაც ბელორუსის გათავისუფლება სურთ, უბრალოდ 2020 წელს არც იმდენი გამოცდილება ჰქონდათ და არც შეიარაღება.
რუსეთის პოლიტიკური ამბიციებისა და მარცხის ფონზე თუკი რომელიმე სახელმწიფოს არსებობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ ბელორუსია. დამარცხებულ რუსეთს მისი შთანთქმის მოტივაცია არანაკლები ექნება. ამიტომაა, რომ ლუკაშენკა ომში უშუალოდ არ ერთვება და ცდილობს საკუთარი სამხედროების სიცოცხლე და ლოიალობა შეინარჩუნოს.

 

სატელიტური ფოტოები აწგანადგურებული საკის ავიაბაზიდან, სადაც რუსებს დიდი რაოდენობით მოიერიშეები და გამანადგურებლები ეყენა:

 

თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved