დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა:
„მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები – სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და მათ შორის ინდური. ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR-ტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირების.
ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად გავაკეთებთ განცხადებას“
კომენტარები