• რეკლამა
  • კონტაქტი
22:13, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოფხიზლდით ცოტა, ეს ქვეყანა ჩვენი კამათით არ იცვლება! – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
10:51 10-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„ცოტა დავმშვიდდეთ! ნუ გვავიწყდება, რომ ისინიც, ვინც ჩვენს პოლიტიკურ მოსაზრებას არ იზიარებენ, ამავე ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენი ნათესავები, მეგობრები!… ახლა, ფბ-ზე შევხვდი ისეთ მწვავე დაპირისპირებას იმ ადამიანებს შორის, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ერთად იყვნენ, ერთ პოლიტიკურ პლათმორმაზე და სულში ისვამდნენ ერთმანეთს… გამოფხიზლდით ცოტა, ეს ქვეყანა ჩვენი კამათით არ იცვლება! ძალიანაც კარგია, როცა პოლიტიკაში დიდი ასორტიმენტია (სამწუხაროდ, არაა სინამდვილეში დიდი..). კამათში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა მოკამათეს, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე!

შეიძლება ვინმე გამიბრაზდეს – „შენ ჭკუას ვის ასწავლი, რა იცი ასეთი, ჩვენ რომ გვამუნათებო!..“ გამოცდილება მაძლევს ამის თქმის უფლებას. წლების განმავლობაში ვიყავი პოლიტიკაში, პარლამენტის წევრიც და დიდი კომპრომისულობით არ გამოვირჩეოდი. ენა კიდევ უფრო მწარე მქონდა ახალგაზრდობაში… აქ, ფბ-ზე, აუარება მეგობარი მყავს, ვინც ადრე ჩემი პოლიტიკური ოპონენტი იყო და იმედია მათაც ახსოვთ, რომ ცხარე მოკამათე ვიყავი, ირონიის დიდი პორციებით მომხმარებელი, მაგრამ არავისთვის არ მიმიყენებია პირადი შეურაცხყოფა! ამიტომაც ახლა, ძალიან ბევრი ყოფილი პოლიტოპონენტი არა მარტო აქ, არამედ ცხოვრებაშიც ახლო მეგობრები არიან. ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე – ხვალაც ერთად უნდა ვიცხოვროთ“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved