• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამომრჩა”; “მას არ სურს” – რატომ არ არის სიაში მიხეილ დაუშვილი, რომელიც გახარიას გუნდში დარსების დღიდანაა?

ალია ავტორი - ალია
17:50 09-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,493

გაურკვევლობა ყოფილი პრემიერის გუნდში – “გახარია საქართველოსთვის” პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია ცოტახნის წინ ჩააბარა, თუმცა, ირკვევა, რომ პოლიტიკოსთა ჩამონათვალში მიხეილ დაუშვილის სახელი და გვარი არ იძებნება.

დეპუტატი, რომელიც გიორგი გახარიას გუნდში პარტიის დაარსების დღიდან მუშაობს, საარჩევნო სიის 30-ეულშიც ვერ მოხვდა. პარტიაში არსებული კითხვის ნიშნები გუშინდელმა პრეზენტაციამ გამოიწვია, სადაც გახარიამ 29-კაციანი საარჩევნო სია წარადგინა.

წარდგენილ პარტიულ სიაში გიორგი გახარიას მიხეილ დაუშვილი არ დაუსახელებია, თუმცა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ყოფილი პრემიერი ირწმუნებოდა, რომ დაუშვილი მომდევნო საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატთა სიაშია და გამოცხადებისას მისი გვარი უბრალოდ გამორჩა.

სიას რომ მივყვებოდი, ორი კაცი გამომრჩა. გიორგი შარაშიძე, მიხეილ დაუშვილი გამომრჩა. სიის შემადგენლობაში არის, მე უბრალოდ გამომრჩა”, – ამბობს გახარია.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მიხეილ დაუშვილმა კომენტარი არ გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მედიასთან არც დღეს გამოჩენილა და სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია.

თუმცა, როგორც დაუშვილის თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა ამტკიცებს, თავდაპირველად, მიხეილ დაუშვილი პარტიულ სიაში იყო, თუმცა მოგვიანებით თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო გუნდში ყოფნა აღარ უნდოდა.

მიხეილ დაუშვილი ჩვენი საპარლამენტო სიის 20-ეულში მონაწილეობდა, თუმცა დაუშვილის გადაწყვეტილებით, მას სურს, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში არ იყოს. პოლიტიკური საბჭოს წევრად რჩება და პოლიტიკური გუნდის ნაწილი იქნება. ჩვენ საერთო ბრძოლა გვაქვს მოსაგები”, – ამბობს ბერდია სიჭინავა.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” საარჩევნო სია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved