• რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოიცანით, რომელი სახელი ჰგონია “გაღატაკებულ” ინგლისსა და ბერლინში ყველაზე ხშირი კობახიძეს

ალია ავტორი - ალია
01:23 09-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,488
ქართული ოცნების პრემიერი, ირაკლი კობახიძე, იმედთან, ამბობს:
„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და მათ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ინერციით ინარჩუნებს კეთილდღეობის გარკვეულ დონეს, საკმაოდ მაღალ დონეს, რაც დააგროვა უწყვეტი, 60-წლიანი მშვიდობის პერიოდში, მაგრამ ტენდენციები არის უმძიმესი. ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 % და შემცირებულია 17.5 %-მდე. ეკონომიკა არის ტაბუდადებული თემა.თქვენ რომ ნახოთ შეხვედრები ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით, ბიუროკრატების მონაწილეობით, ეკონომიკაზე არავინ საუბრობს. წარმოიდგინეთ, ამხელა ვარდნა აქვთ, რაც ნიშნავს პოლიტიკური გავლენების რადიკალურად განახევრებას და ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან, არ აქვთ დამოუკიდებელი დღის წესრიგი და ვინც გარედან მართავს, იმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ევროპის განადგურება – ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის რადიკალურად დასუსტება და იდენტობის დაკარგვა ევროკავშირისთვის. ხედავთ, რამხელა წარმატებას აღწევენ – ეკონომიკა ჩამოვიდა 17.5 %-მდე 30 %-დან და რაც შეეხება იდენტობას, პირველ რიგში, მიგრაციის გამო არის კატასტროფული პრობლემები, როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მაგალითად, ინგლისში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის მუჰამედი, ბერლინში – გერმანიის დედაქალაქში ასევე ყველაზე ხშირად დარქმეული სახელია მუჰამედი. იდენტობას კარგავენ, რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობას. გერმანიაში 50 %-ს ჩამოსცდა უკვე ქრისტიანობის ხვედრითი წილი, რელიგიური იდენტობა პირდაპირ იკარგება. ეს არის კატასტროფული ტენდენციები, რომლებსაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით და ეს ხდება იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია შედგება არსებითად აგენტებისგან, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ამიტომ არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს არსებითი ცვლილებების მოლოდინი. თუ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულება. დავიტოვოთ იმედი, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება და თუ მალე დასრულდება, შეიძლება გაჩნდეს ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივები. აშშ-სთანაც ვართ მოლოდინის რეჟიმში,“-

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved